reportiori.ge - რობი კუხიანიძე: გამიშვით კრემლში, შევაგინებ და ვეტყვი ბოზები ხართ მეთქი!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 21:58
ინტერვიუ
რობი კუხიანიძე: გამიშვით კრემლში, შევაგინებ და ვეტყვი ბოზები ხართ მეთქი!
23 მაისი, 2014. 15:47



ჯგუფ „აუთსაიდერის“ სოლისტი, მუსიკოსი რობი კუხიანიძე ყოველთვის საინტერესო მოსაზრებებით გამოირჩევა და გულწრფელ საუბარსაც არ ერიდება. მუსიკოსმა „რეპორტიორთან“ ინტერვიუში დღევანდელ შოუ-ბიზნესსა და საზოგადოებაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. რობი კუხიანიძემ ირაკლი ჩარკვიანზე, რომელიც მისი მეგობარი გახლდათ საინტერესო ფაქტები გაიხსენა.

 

__ რობი, მუსიკალური პაუზა გაქვთ. მიზეზი რა არის?

 

_არანაირი პროექტი არ მაქვს. სანამ იმას არ გაიგებენ, რაც ნამღერი მაქვს, მანამდე გულში ვმღერი.

 

__ ანუ, მსმენელს არ ესმის თქვენი მუსიკა და ვერ გიგებენ?

 

_ჩემი მსმენელებიდან  ზოგი ასაკით უფროსია, ზოგი ჩემი ტოლია, ან უმცროსია, ზოგიც ახლა იბადება. მსმენელის დედისთვის მიკოცნია მუცელზე. ეს არის ყველაზე დიდი ბედნიერება. ამ დროს ჩუმად ვიწყებ დაკვრას, რომ ზრდასრული გახდეს მუცელში. ზედმეტად არ შევაწუხო.

 

__ როგორ მუსიკას უწოდებთ კარგს და საქართველოში იქმნება თუ არა კარგი მუსიკა?

 

_საქართველოში კარგი მუსიკა  შექმნილა და ყოველთვის შეიქმნება. ხანდახან ვერ მიგებენ. მე სულ ქართულად ვმღერი. ჩვენ გვაქვს ყველაზე დიდი ანდერგრაუნდი. მიწისქვეშა კი არა მეასე სართულზე უნდა იყოს ქართული კულტურა. ქორეოგრაფიაზე როცაა ლაპარაკი, ვიცი, რომ ილიკო სუხიშვილი აკეთებს ზღაპარს, კიდევ  „ერისიონიც“. მე ილიკო მირჩევნია. იმიტომ კი არა, რომ ჩემი ძმაკაცია, არა. მან შეძლო, რომ ქართველ გოგოს მოახდუნა ის ჩასაცმელი. ფატები მოხსნა, მსუბუქად გააშიშვლა. დღეს რა ხდება საქართველოში. ჩემს ბავშვობაში რუსულად სიმღერას გვაძალებდნენ, დღეს ინგლისურად სიმღერას აძალებენ. გუშინ რაღაც შოუს ვუყურე. არავინ ეუბნება, რომ ქართულად არ იმღერონ, მაგრამ რატომღაც ჰგონიათ, ქართულად თუ იმღერებ კვერცხი ხარ. ამათ კი ინგლისური არ იციან. თუ გინდა ქართველი იყავი, მაგრამ მაშინ იქ უნდა დაიბადო, რომ სიტყვის მნიშვნელობა იცოდე. განვლილმა ცხრა წელმა მაგარი დაღი  დაასვა. ახალგაზრდა თაობა დიდ ტრაგიკულ გარემოში ცხოვრობს.  ეუბნებიან, ოღონდ ქართული არაო.

__ანუ, დღევანდელი მუსიკალური კონკურსები თქვენს გემოვნებას ვერ აკმაყოფილებს?

 

_ საქმე ჩემს გემოვნებაზე არ არის. თითქოს ევროპაში უნდათ. თუნდაც, 17 მაისს სექსუალური უმცირესობის „სასტავი“ არ  გამოვიდა და  „ვაჟკაცები“ ერთმანეთს ურტყამდნენ. იქ ხომ რომელიმე მათგანი მართალი იყო. ვიღაცა იქიდან პიდარასტი იყო. არ ვიცი რომელი იყო მართალი, მაგრამ ჯანიანი ტიპები ერთმანეთს ურახუნებდნენ, იმიტომ, რომ ობიექტი მოუშალეს.

 

__თქვენი და ირაკლი ჩარკვიანის მეგობრობა როდიდან დაიწყო და როგორი იყო ორი შემოქმედის პირადი და შემოქმედებითი ცხოვრება?

 

_მე ქუთაისში გაზრდილი  ვარ, ის თბილისში იზრდებოდა. ჩვენ მასზე  უფრო პრესიდან და ძმაკაცებისგან ვიცოდით. ირაკლი ქუთაისში გავიცანი 1991 წელს. პირველი კონცერტი ჰქონდა „ტაქსთან“ ერთად. დალევას მიშლიდა, უფრო სწორად მთხოვდა არ დალიო, თორემ რამე დაგემართებაო. ირაკლი მორიდებული იყო, ყველას არ იკარებდა. ერთმანეთს რომ შევხვდებოდით რაღაც დებილობებზე ვლაპარაკობდით. ის ყველას ფულიანი ეგონა, მაგრამ არა. არ იყო ოჯახზე ჩამოკიდებული ტიპი. ტრადიციული რაჭველი კაცი იყო. ინგლისურად ყველაზე კარგად ის ლაპარაკობდა. მიუშვა, სადავეები გადაყარა და იმიტომ აღარ არის ამქვეყნად. რაც სათქმელი იყო, თქვა. ირაკლიმ დაწერა, მე გადავცურავ ზღვას  და დავბრუნდებიო. დაბრუნებული არ არის?

 

__ კიდევ რა გახსოვთ მისი თვისებებიდან?

 

_ირაკლი ჩარკვიანს არ უყვარდა ფანები. არც მე არ მიყვარს. ესენი ყველაზე გონებადაჩლუნგებული, შტერი ხალხია. რამდენჯერ უთქვამთ რობი შენი ფანი ვარო. მე კი მითქვამს ფანების დედა მ... თუ გინდა იყავი შვილი, ძმა, ძმიშვილი.  ის ახსოვს, ოცი წლის წინ მე როგორ ვიმღერე სიმღერა. ამას რომ დაგიმახსოვრებს, რა საშიში ადამიანია წარმოიდგინე. ესე იგი  ითხოვს, რომ სულ მისთვის ვიმღერო.

 

__ირაკლი თავისი შემოქმედებით ებრძოდა დახავსებულ აზროვნებას და  საზოგადოებას. მის შემდეგ ამ მიმართულებით შეიცვალა რამე?

 

_არაფერი. პირიქით, რაც ირაკლი აღარ არის დეგრადაცია მოხდა. ყველაზე კარგი ის არის, სოციალურ ქსელში რომ შეიხედო, მაინც ირაკლის უსმენენ. ვიღაცებს გონიათ მეც მისმენენო. ნეტა მომისმინონ. როგორ მივიღო იმ აქციაში მონაწილეობა „მეც მისმენენ“?. ოღონდ მომისმინონ. რა უნდა გავაფუჭო. აი, ირაკლიმ რა გააფუჭა თუ მოუსმინეს. სად აქვთ ტვინი დაძაბული აზრზე ხარ? რას ჰქვია მისმენენ.

 

__„ევროვიზიაზე“ საქართველოს გამოსვლა მოგეწონათ?

 

_მაგას თვალს არ ვადევნებ. გადმოცემით ვიცი, რომელიღაც ჯგუფი იყო წასული.

 

__„შინი“ და მარიკო ებრალიძე მონაწილეობდნენ.

 

_ის ბავშვი არ ვიცი, მაგრამ „შინი“ ვიცი, რომ ასაკიანი ტიპები არიან. „ევროვიზია“ უფრო პატარა ბავშვების საქმეა, ის კი არა ვინ ვისი ბიძაშვილია და მამიდაშვილი. მაგას მართლა აგვარებდა მიშა. მე ასე მახსოვს.

 

__საქართველო უნდა მონაწილეობდეს თუ არა ამ კონკურსზე?

 

_უნდა მონაწილეობდეს. შოუები ტარდება „იმედზე“, „რუსთავი2“- ზე.  იქ რომ არჩევენ ადამიანებს, იმათ რამხელა დაფინანსება ჭირდებათ. წესით, 25 წლის მონაწილე არც ერთი არ უნდა იყოს. უფრო თინეიჯერების „გულავი“ უნდა იყოს. ვიცი, რომ „ევროვიზიაზე“ მოთხოვნა იყო ასეთი, მშვენიერი ენა გაქვთ და რატომ  არ მღერით ქართულადო. ამათ აუხსნეს, ჩვენ ქართული ელემენტები გვაქვსო. ამით დიდ სახელმწიფოს ვეპრანჭებით. ხმებზეა იქ ლაპარაკი.  მეათე ადგილზე რომ გავიდნენ მიშას დროს იცით რაზე იყო? მაგ ხელისუფლებას იმის უნარი ჰქონდა გადაერეკა და ეთქვა ხმა მოგვეციო და ფული იხარჯებოდა. მე მაგალითად,  არც ერთ ჩემს კეთილისმყოფელს არ ვუსურვებ, რომ მაგნაირ სისულელეებში მოხვდეს. გუშინ რაღაც შოუს ვუყურე და სკამზე ადექი დაჯექი იყო. მტკივა. ჯერ რატომ აჯენ, მერე რატომ აგდებ. ვიღაცის მშობელი ფულს იხდის, რომ ტელევიზორში იყოს. ამაში ჟიური ფულს იღებს, ტელევიზია რეიტინგს იკეთებს, სირცხვილია.

 

__მაგრამ ხალხი ხომ მაინც მიდის მსგავს კონკურსებში მონაწილეობის მისაღებად...

 

_მიდიან. ერთ-ერთ შოუში მივედი და იქ ისეთი ხალხი მონაწილეობს, ოთხმოცი წლის რომ იქნებიან, მაინც მიიღებენ მონაწილეობას იმიტომ, რომ ბოლოში ბინაა და სახლი. ხუთ-ხუთი ბინები აქვთ, ცხრა მანქანა ჰყავთ და კიდევ ხომ უნდა გაიმარჯვოს, რომ კიდევ ერთი სახლი ჩაკეტოს. ამ ხალხს, „მასოვკას“ კი ის უხარია, უბილეთოდ რომ შედიან და ვარსკვალებს უყურებენ. მახსოვს, ერთმა პატარა ბავშვმა სტადიონი გაავსო იმიტომ, რომ ბილეთს ფასი არ დაადო. ერთ-ერთი დიდი საცეკვაო ანსამბლი საცეკვაოდ წავიდა  მოსკოვში, ტეხავს, რა. სად ეკვეხები. მაგით ვამაყობთ? კარგია, ჩადი. მაშინ მე გამიშვი კრემლში, შევაგინებდი და ვეტყოდი ბოზები ხართ მეთქი, მაგრამ არ მათქმევინებენ.

 

__ხშირად ქართველი მომღერლები ამბობენ, რასაც მსმენელი ითხოვს, იმას  ვმღერითო, ხოლო  მსმენელი ამბობს, რომ რასაც აწვდიან, იმას უსმენს. არის თუ არა ასეთი დამოკიდებულება სწორი და მისაღები?

 

_ მე არ მქონია შემთხვევა, რომ მარტო დავრჩენილიყავი კონცერტზე, თუ საქველმოქმედო არ იყო. საქველმოქმედოში ჩამოწერენ ძალიან ცნობად სახეებს და იქვე მიაწერენ „აუთსიდერს“. ისინი არ  მოდიან, რადგან ფულს არ უხდიან და ვრჩები მე. საქველმოქმედოზე მეძახიან, ისე მე ხომ არ დამიძახებენ, იმიტომ რომ პირადი ინტერესები აქვთ. ამბობენ იქ არ შეიძლება, იმიტომ რომ თვრებიო.  გადამიხადე ლამაზად, კონცერტის წინ ქუჩაში არ დამაყენო, ჩამსვი მანქანაში, მიმიყვანე, შემაგდე სცენაზე, დამაკვრევინე, გამომაგდე და გამიშვი. მერე დავლევ, აბა რას ვიზამ.

 

__სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

_ ყველაზე მაგარი რაც შემომთავაზეს, არის ის, რომ ივნისში  სასჯელაღსრულებაში, პატარა ბავშვები რომ არიან, იქ დავუკრავ. გამოკითხვა გააკეთეს და „აუთსაიდერი“ მოითხოვეს. ამას არ ველოდი. მინდა ისე გაკეთდეს, რომ იქ რომელი აპარატურითაც შევალ, ის გიტარა, დინამიკები და ყველაფერი ბავშვებს დარჩეთ, რომ ერთი ჯგუფი იქაც გაკეთდეს. საინტერესოა, იქ რომელ სიმღერებს მღერიან. დარწმუნებული ვარ 15-16 წლის ბავშვებს გულში ემღერებათ, ელექსებათ.

 

მუსიკოსს სურს კონცერტი უნარშეზღუდული ბავშვებისთვისაც ჩაატაროს, თუმცა კონკრეტული შეთავაზება ჯერჯერობით არ მიუღია.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016