ძველ ეგვიპტეში და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში წერდნენ პაპირუსზე, რომელსაც ამზადებდნენ ამავე სახელწოდების მცენარის ფოთლების, ღეროების ნაწილებიდან. მათ აწყობდნენ ფენებად, აბრტყელებდნენ ჩაქუჩით და ასე ღებულობდნენ წერისთვის საჭირო ფურცელს, რომელზეც წერდნენ ლერწმისგან ან ლელქაშისგან დამზადებული წვეტიანი ჯოხებით. ქაღალდის პირველი უძველესი ნიმუშები აღმოჩენილია ჩინეთში. მის დამზადებას მეცნიერთა ნაწილი უკავშირებს ცაი ლუნის სახელს.( ჩვენი წელთაღრიცხვის 105 წელი). ევროპელებმა ქაღალდის დამზადება გადმოიღეს არაბებისგან, რომლებიც იყენებდნენ იგივე ტექნოლოგიას, რომელსაც ქაღალდის დამზადებაში იყენებდნენ ჩინეთში. თავდაპირველად ჩინური ტექნოლოგიით ქაღალდი მზადდებოდა ხისა და ქსოვილის ( ჩვრის) წვრილად დაფქვილი დასველებული მასისგან, რომელსაც აბრტყელებდნენ ქაღალდის სისქემდე და ახმობდნენ.ასე მიიღო ქაღალდმა ის სახე რომელიც დღეს აქვს,თუმცა აშკარად იგრძნობა ტენდენცია თუ როგორ ენაცვლება ფურცელსა და საწერ კალამს კომპიუტერი.