reportiori.ge - იასონ ბესელია: შეტანილი გვაქვს სააპელაციო საჩივარი, ჩვენ ვიბრძოლებთ გენერლის საბოლოო გამართლებამდე (ვიდეო)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 12:35
სამართალი
იასონ ბესელია: შეტანილი გვაქვს სააპელაციო საჩივარი, ჩვენ ვიბრძოლებთ გენერლის საბოლოო გამართლებამდე (ვიდეო)
ავტორი:
23 აგვისტო, 2013. 13:21

საქართველოს სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, გენერალი ბორის ივანოვის ადვოკატი, იასონ ბესელია აცხადებს,  რომ სააპელაციო სასამართლოში განცხადება უკვე შეტანილი აქვთ სადაც, ივანოვის ცრუ ბრალდებების წაყენებისა და საქმის გამოძიების ბოლომდე მიყვანას ითხოვენ.  „შეტანილი გვაქვს სააპელაციო საჩივარი, ჩვენ ვიბრძოლებთ გენერლის საბოლოო გამართლებამდე."- განაცხადა „რეპორტიორის"  პრეს-კლუბში იასონ ბესელიამ.  „ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ნარკოტიკების განსაკუთრებული დიდი ოდენობით შეძენა-შენახვის ბრალდებით შეუფარდეს რვა წლით თავისუფლების აღკვეთა და შემდგომ ამნისტია. თუ ადამიანი მართლა დამნაშავეა, არავინ გამოუშვებს მას 100 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ. 2006 წლის 27 ივლისს აღნიშნული ფაქტი სრული უსამართლობის გამოვლინებაა.  მინდა მოვუწოდო  ყველა ადამიანს რომელიც ძალოვან სისტემაში მუშაობს რომ ბრმად ნუ ასრულებენ მინისტრების გაცემულ უკანონო ბრძანებებს, რადგან გავა დრო და უსაფუძვლოდ გამწარებული, გასამართლებული ადამიანი, ამ შემთხვევაში კი ბორის ივანოვი, სიმართლეს აუცილებლად დაადგენს და სამაგიეროდ ამ საქმეში გარეული პოლიციელები პასუხს აგებენ."  - აღნიშნა ადვოკატმა. გენერალმა, ბორის ივანოვმა საკითხთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მისი  გასამართლება კბილაშვილის ზედამხედველობის ქვეშ მოხდა. „ეს ყველაფერი მოხდა კბილაშვილის უშუალო თანხმობით, მან მოაწერა ხელი ჩემს გასამართლებას."- განაცხადა ივანოვმა.

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016