საქართველოს სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, გენერალი ბორის ივანოვის ადვოკატი, იასონ ბესელია აცხადებს, რომ სააპელაციო სასამართლოში განცხადება უკვე შეტანილი აქვთ სადაც, ივანოვის ცრუ ბრალდებების წაყენებისა და საქმის გამოძიების ბოლომდე მიყვანას ითხოვენ. „შეტანილი გვაქვს სააპელაციო საჩივარი, ჩვენ ვიბრძოლებთ გენერლის საბოლოო გამართლებამდე."- განაცხადა „რეპორტიორის" პრეს-კლუბში იასონ ბესელიამ. „ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ნარკოტიკების განსაკუთრებული დიდი ოდენობით შეძენა-შენახვის ბრალდებით შეუფარდეს რვა წლით თავისუფლების აღკვეთა და შემდგომ ამნისტია. თუ ადამიანი მართლა დამნაშავეა, არავინ გამოუშვებს მას 100 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ. 2006 წლის 27 ივლისს აღნიშნული ფაქტი სრული უსამართლობის გამოვლინებაა. მინდა მოვუწოდო ყველა ადამიანს რომელიც ძალოვან სისტემაში მუშაობს რომ ბრმად ნუ ასრულებენ მინისტრების გაცემულ უკანონო ბრძანებებს, რადგან გავა დრო და უსაფუძვლოდ გამწარებული, გასამართლებული ადამიანი, ამ შემთხვევაში კი ბორის ივანოვი, სიმართლეს აუცილებლად დაადგენს და სამაგიეროდ ამ საქმეში გარეული პოლიციელები პასუხს აგებენ." - აღნიშნა ადვოკატმა. გენერალმა, ბორის ივანოვმა საკითხთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მისი გასამართლება კბილაშვილის ზედამხედველობის ქვეშ მოხდა. „ეს ყველაფერი მოხდა კბილაშვილის უშუალო თანხმობით, მან მოაწერა ხელი ჩემს გასამართლებას."- განაცხადა ივანოვმა.