reportiori.ge - ნუკა კვალიაშვილი: დიდი სიამოვნებით მექნებოდა ბიონსეს მსგავსი კარიერა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 22:23
ინტერვიუ
ნუკა კვალიაშვილი: დიდი სიამოვნებით მექნებოდა ბიონსეს მსგავსი კარიერა
24 მაისი, 2014. 10:59


მომღერალი ნუკა კვალიაშვილი, რომელიც ცნობილი მომღერლის ეკა კვალიაშვილის შვილია. ნუკა საზოგადოებამ კონკურს „საქართველოს ვარსკვლავიდან" გაიცნო, სადაც ფინალისტიც გახდა, თუმცა ამჟამად ნუკას დროებითი პაუზა აქვს აღებული და ახლადშეძენილ შვილს უვლის. პარალელურად ცდილობს მიძინებული ხმა გამოაღვიძოს და აქტურად მიხედოს  კარიერას. „რეპორტიორს" ნუკა ბავშვობაზე, დედის როლზე მის მუსიკოსად ჩამოყალიბებაში და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.



- როგორი ბავვი იყავი და სიმერა როგორ დაიწყე?


-  ვიყავი ცელქი ბავშვი, მაგრამ არასოდეს მიყვარდა რამის გაფუჭება, არც ვაბრაზებდი ჩემს მშობლებს. ენერგიით სავსე და ხალისიანი ბავშვი ვიყავი. როგორც დედა მომიყვა, პირველად 7 თვის ასაკში წამიღიღინია. მითხრა, ეგრევე მივხვდი რომ იმღერებდიო. რაც თავი მახსოვს, სულ ვმღერი და სიმღერით არასდროს ვიღლები.


- გყავდა ენი ფავორიტი მომერალი და გირია, რომ მომავალმისი მსგავსი კარიერა გინდოდა რომ გქონოდა?

 

- პატარა რომ ვიყავი, ძალიან მომწონდა ქრისტინა აგილერა, მაგრამ ახლა სხვა ფავორიტი მყავს - დიდი სიამოვნებით მექნებოდა ბიონსეს მსგავსი კარიერა.


- რა როლი ეასრულა დედამ - ეკა კვალიავილმა ენი, როგორც მომერლის ამოყალიბება?


- დედამ მუსიკალურად დამხვეწა. თავისუფალ დროს  მუსიკაში მამეცადინებდა, ხმას მამუშავებინებდა და ახლა როგორიც ჩამოვყალიბდი, დედის დამსახურებაა, რომელსაც დიდ მადლობას ვუხდი და ძალიან მიყვარს!

 

- ეკა როგორ არის, მკურნალობა როგორ მიდის და მიიღო თუ არა საბოლოოდ მისი მკურნალობისთვის შეგროვილი თანხა?

 

-ეკას რაც ეხება, კომენტარს არ გავაკეთებ ჯერ-ჯერობით. ამ თემაზე თვითონ იტყვის ყველაფერს.


-ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდი, რომ მამამ ბავშვი როცა შემეძინა, არც კი მომილოცაო. ახლა როგორი ურთიერთობა გაქვს მამასთან?

 

-მამასთან დამილაგდა ურთიერთობა და ხშირად ვეკონტაქტებით ერთმანეთს.

 

-რას რობ კონკურსებზე, რომელიც საქარველოტარდება და რამდენად აქვს გემოვნება ქარველ მაყურებელს, რომელიც გამარჯვებულებს სმს-ებიდა ზარებიავლენს...


- ვფიქრობ, საქართველოში კონკურსები იმისთვისაა კარგი, რომ ხალხმა გაგიცნოს და შეგაფასოს. მსოფლიო აღიარება რომ მოიპოვო, როგორც ეს საზღვარგარეთ ხდება, მაგის შანსი თითქმის არ არსებობს. მიხარია, რომ ამდენი ნიჭიერი ადამიანი გვყავს და უფრო მეტად გამეხარდება, თუ მეტი ხელშეწყობა ექნებათ. გემოვნებაზე არ დავობენ, ასე რომ, არ მაქვს უფლება ხალხის გემოვნება შევაფასო. ყველა ადამიანი ინდივიდია, ინდივიდუალური გემოვნებით.


- რა არის საქარველოაუცილებელი, რომ წარმატებული მომერალი იყო?


- პირველ რიგში უნდა მოსწონდე მასას, მეორე - ძალიან კარგად უნდა მღეროდე.


-რა ეგმები გაქვს, რაზე მუაობ და მიუხედავად იმისა, რომ ენი ლიანად მობა პატარა შვილის აღზრდას, რის გაკეებას ასწრებ?


-ჩემს გეგმებზე წინასწარ არასოდეს ვსაუბრობ. როდესაც განვახორციელებ, მაშინ გაიგებს ყველა. სახლში ვმეცადინეობ, მიძინებულ ხმას ვაღიძებ და კიდევ უფრო და უფრო ვხვეწავ. ვახერხებ თავის მოვლას, ფორმაში ყოფნას და ა.შ.


 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016