მოშინაურებულ ზღარბს პატრონმა საინტერესო ვიდეო გადაუღო:
რადგან ვიდეოში ასახული ზღარბუნა მოშინაურებულია, ხოლო სახლში ამ არსების ყოფნა სულ უფრო ტრენდული ხდება, გადავწყვიტე მის შესახებ ცოტაოდენი ინფორმაცია მოგაწოდოთ:
ზღარბის სულ ოცამდე სახეობა არსებობს. ის ძუძუმწოვართა ოჯახს და მწერიჭამიათა რიგს განეკუთვნება. ძირითადად ორ სახეობად იყოფა- ჩვეულებრივი, იგივე მრგვალი ან ევროპული ზღარბი და ვირთაგვასებრი ზღარბი. საქართველოში სწორედ პირველი მათგანია ფართოდ გავრცელებული. საფრთხის დროს დამრგვალება, ჩვეულებრივ, ევროპულ ზღარბს ახასიათებს.
ტყვეობას უკეთესად იტანს ე.წ. ყურებიანი ზღარბი-ის ზომითაც და წონითაც ჩამორჩება ევროპულ ზღარბს, არც დამრგვალება გამოსდის ისე კარგად, როგორც მის თანამოძმეს.
სახლის პირობებში მისი მოვლა და შენახვა საკამაოდ დიდ შრომას და ყურადღებას მოითხოვს.