შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზესტაფონში პოლიციის ახალი შენობა გახსნა. მინისტრმა პოლიციის თანამშრომლებს საქმიანობაში წარმატებები უსურვა და განაცხადა, რომ ახალი შენობა დამატებით სტიმულს მისცემს მათ დაკისრებული მოვალეობების უფრო ეფექტურად შესრულებისთვის.
პოლიციის ახალი, სამსართულიანი, თანამედროვე სტანდარტების შენობა უახლესი ტექნიკით არის აღჭურვილი.
პოლიციის ახალ შენობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე სამსახური: შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველო, ზესტაფონის რაიონული სამმართველო, დაცვის პოლიციის სამმართველო და შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტო განთავსდება. აღნიშნული სამსახურები აქამდე სხვადასხვა შენობაში იყო განლაგებული.