მუსიკოსი დათო ფორჩხიძე „შალვა რამიშვილის შოუს" მიმართ კრიტიკულად განწყობილ ხალხს პასუხობს:
„შალვას აკრიტიკებენ და ავიწყდებათ, რომ საქართველოში კარგი გადაცემა ჯერ არ გასულა, კარგი სიმღერა ჯერ არ დაწერილა, კარგი ფილმი ჯერ არ გადაღებულა, კარგი ტელევიზია ჯერ არ გახსნილა. დაივიწყეთ რომ ჩვენ რაიმე კარგს ვაკეთებთ, ძალიან უკან ვართ. შალვასთვის ეს შოუ არც უკან გადადგმული ნაბიჯია. მეტი დაფინანსება რომ იყოს, მეტად კარგ შოუს გააკეთებდა. იცი რა მიკვირს? ერთი ცნობილი მომღერალი საქართველოში გოიმად რომ არის მიჩნეული, მეორე მომღერალი კარგ ტიპად და სინამდვილეში ორივე, რომ ძალიან გოიმია და მათ შორის სხვაობა არ არსებობს. იგივეა ტელევიზიებშიც , ეს ტელევიზია რომ ცუდია და მეორე-ვითომ მაგარი... სახელები თქვენ დაარქვით. „
დათო ფორჩხიძე ამჟამად „შალვა რამიშვილის შოუს" ბენდის ხელმძღვანელია.
წყარო: „გზა"