ლიზი ველასკესი, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე მახინჯი ქალი უწოდეს, სკოლებში ახალგაზრდებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს და შეურაცხყოფისგან თავის დაცვას ასწავლის. ლიზი 25 წლისაა. ის 152 სმ-ია და 25 კილოს იწონის.
როდესაც ლიზი თხუთმეტი წლის იყო, ელექტრონულ ფოსტაზე საკუთარი ვიდეოს ბმული მიიღო, რომლის კომენტარები სასტიკი იყო. ვიდეოს ოთხი მილიონი ნახვა ჰქონდა და მას საკუთარი გარეგნობის გამო თავის მოკვლასაც კი ურჩევდნენ, თუმცა მან ამ აგრესიასთან გამკლავება შეძლო.
გთავაზობთ ლიზა ველასკესის რჩევებს.
საკუთარ თავს და საზოგადოებას უნდა დაუმტკიცოთ, რომ თუკი თქვენ სხვებისგან ფიზიკურად გამოირჩევით, ეს თქვენი ბრალი არ არის.
თქვენს ღირსებას (ფასეულობას) არ განსაზღვრავს ის, თუ რას ამბობენ გარშემომყოფები თქვენზე.
არასდროს არავის მისცეთ უფლება, რომ იარლიყი მოგაკეროთ.
აგრესიას აგრესიითვე პასუხი უსარგებლოა.
თქვენი მიღწევები, იქნება თქვენი საუკეთესო პასუხი მათთვის, ვინც გაწყენინათ.
სირთულე და გამოცდილება ზრდისთვის
აუცილებელი პირობაა.
მოსიყვარულე ოჯახი ბევრ რამეს ნიშნავს.
თქვენი ნაკლი თქვენს იარაღად აქციეთ.
საკუთარ პრობლემას სახეში უნდა შეხედოთ. მეგონა მოვკვდებოდი, როდესაც ვიდეორგოლი ვნახე. განვიცადე და ვტიროდი, შემდეგ ვიდეო კვლავ ვნახე და ეს იმდენჯერ გავაკეთე, ვიდრე ამ ტანჯვამ არ გადამიარა.
ყოველთვის აირჩიეთ ბედნიერება.
(მოამზადა რუსუდან ჯაბანიშვილმა)