reportiori.ge - თალიბანის სახელით გავრცელებულ კლიპებზე ამერიკული დასკვნა მზად არის
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:23
პოლიტიკა
თალიბანის სახელით გავრცელებულ კლიპებზე ამერიკული დასკვნა მზად არის
ავტორი:
17 ივლისი, 2013. 15:15

თალიბანის სახელით გავრცელებულ კლიპებზე ამერიკელი ექსპერტი დასკვნას აქვეყნებს. სპეციალისტი, რომელიც უკვე წლებია სწავლობს თალიბანის ვიდერგოლებს, აცხადებს, რომ ქართველი ჯარისკაცების შესახებ განთავსებული კლიპი გაყალბებულია. ექსპერტის დასკვნიდან ერთი ნაწილის თარგმანი სოციალური ქსელით უშიშროების საბჭოს ყოფილმა მდივანმა ალექსანდრე ლომაიამ გაავრცელა.

 

მისი თქმით, საქმეა სიყალბესთან, რომელიც ქართული ვიდეორგოლების შეკოწიწებითაა მიღებული.


„თალიბანის სტუდია „ლაბიკის" პაკისტანში კარგად არის აღჭურვილი და ხელი მიუწვდება გარკვეულ გრაფიკასა და ვიდეომასალებთან. გარდა ამისა, მათ მიერ დამზადებული ვიდეორგოლები თითქმის ყოველთვის პუშტუს ენაზე მზადდება, ან არაბულად, თუ მას არაბები ამზადებენ. „ლაბიკის" ლოგო ამ ვიდეორგოლს არ აქვს, მხოლოდ რაღაც მცირე არაბული ლოგოა დასაწყისში, რომელიც ალაჰს ეძღვნება და  თითქოს ვიდეოს დამზადების შემდეგ არის დამატებული. ეს ძალიან უცნაურია, ვინაიდან ალაჰისადმი მიძღვნა ჩვეულებრივ უფრო ვრცელი უნდა იყოს და მას ყურანის კონკრეტული სურის ციტირება უნდა მოყვებოდეს. საღი აზრი მაფიქრებინებს, რომ თალიბანი ამდენ ენერგიას არ დაახარჯავდა საქართველოს მცირერიცხოვან კონტინგენტს, რომელმაც ავღანეთი ისედაც ერთ წელიწადში უნდა დატოვოს. ჩემი აზრით, ეს არის სიყალბე, რაშიც განსაკუთრებით მარწმუნებს მოკლული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ამსახველი კადრები, რომლებშიც სპეციალური ეფექტის მქონე ტყვიებს ადგილი აქვს შეცვლილი".


ლომაიას თქმით, მას არ აქვს უფლება დაასახელოს ამ ექსპერტის ვინაობა, თუმცა დასკვნის ავტორის შესახებ მისთვის ცნობილია. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016