reportiori.ge - ტოჩინოშინმა ძურიოს საგზური მოიპოვა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 11:14
სპორტი
ტოჩინოშინმა ძურიოს საგზური მოიპოვა
24 მაისი, 2014. 16:57


ტოჩინოშინმა ნაცუ ბაშოზე რანგით მე-3 მაკუშიტას დივიზიონის ჩემპიონობა მოიპოვა. ლევან გორგაძემ მაისის სუპერტურნირზე შვიდივე ორთაბრძოლა მოიგო, ჯამში კი, ტრავმის მოშუშების შემდეგ მე-14 გამარჯვება მოიპოვა. ტოჩი მომავალი ბაშოდან რანგით მე-2 ძურიოს დივიზიონში იასპარეზებს.


დღევანდელ ორთაბრძოლაში მაკე-კოში (უარყოფითი ბალანსი) გაიფორმა გაგამარუმ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქართველი გოლიათი რეიტინგში დაქვეითებას ვერ გადაურჩება.


გაგამარუმ შერკინებაში ძალიან აქტიურად შეუტია მე-10 მაეგაშირა ტოჩინოვაკას, თუმცა კორეელმა შეძლო ორთაბრძოლაში გარდატეხის შეტანა და ჩვენებური იორიკირით გაიყვანა დოჰიოდან. შედეგად, ტოჩინოვაკამ კაჩი-კოში გაიფორმა, გაგას კი მაკე-კოში (6-8) გაუფორმა.


გაგამარუს მხოლოდ ერთი ბრძოლა დარჩენია. მოგების შემთხვევაში გოლიათი უმაღლეს დივიზიონში ადგილს შეინარჩუნებს. მისი მეტოქე იაპონელი მე-9 მაეგაშირა ოკინოუმი იქნება, რომელმაც დღეს გაიფორმა უარყოფითი ბალანსი და მასაც დაქვეითება მოელის ბანძუკეში, თუმცა, გაგამარუსგან განსხვავებით, იაპონელს მაკუუჩიდან გავარდნა არ ემუქრება.


ნაცუ ბაშო 2014-ის მე-13 დღის ვიდეო-მიმოხილვა:


 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016