სპორტი
„უკანასკნელ შეხვედრებში ტიტულის დაკარგვა დიდი დარტყმაა“ - სტივენ ჯერარდი
ავტორი: გიორგი კინტირაია
24 მაისი, 2014. 17:15
„ლივერპულის" ნახევარმცველმა სტივენ ჯერარდმა „ჩელსისთან" გადამწყვეტ მატჩში დაშვებულ შეცდომასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
„ყველას უნდა იცოდეს, როგორ ვარ იმ შეცდომის დაშვების შემდეგ, რომლის წყალობითაც ჩემპიონის ტიტულს გამოვემშვიდობეთ. მე ის უკვე მოვინელე. ვერაფერს შევცვლი, მაგრამ რა თქმა უნდა, ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი.
ეს მძიმე დარტყმა იყო, მაგრამ კარგიც უნდა დავინახოთ: ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნება, მსოფლიოს ურთულეს ლიგაში მეორე ადგილის დამკვიდრება. მე არ შემიძლია ვიფიქრო 38 მატჩის განმავლობაში მხოლოდ ერთ დაშვებულ შეცდომაზე.
კარგ განწყობაზე ვარ. მოუთმენლად ველი მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებას. შევეცდებით ფორმა აღვიდგინოთ იტალიასთან გასამართ უმნიშვნელოვანეს შეხვედრამდე", - განაცხადა ჯერარდმა.
07 თებერვალი, 2016. 00:45
06 თებერვალი, 2016. 18:47
04 თებერვალი, 2016. 16:17
29 იანვარი, 2016. 10:58
27 იანვარი, 2016. 16:58
26 იანვარი, 2016. 23:00
26 იანვარი, 2016. 13:26
26 იანვარი, 2016. 11:49
25 იანვარი, 2016. 17:27
23 იანვარი, 2016. 15:05
23 იანვარი, 2016. 14:19