ქუთაისში საპატრულო პოლიციის რებრენდინგთან დაკავშირებულ ღონისძებას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო. მან პატრულის თანამშრომლებს მიმართა და სისტემაში დანერგილ ახალ მიღწევებზე ისაუბრა.
" ჩვენ გავზარდეთ საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობა, ვაფართოვებთ მომსახურების არეალს. რათქმაუნდა ეს ყოველივე ჩვენი თანამოქალაქეების, ჩვენი სტუმრების და რაც ყველაზე მთავარია ჩვენი სამშობლოს წარმატებული მომავლისთვის კეთდება.
მიუხედავად არაერთი გამოწვევისა, პოლიციაში არათუ ნელდება რეფომების გატარება, არამედ ჩვენ ახალ, განსხვავებულ სისტემაზე გადაგვყავს სამინისტროს სრული შემადგენლობა. თითოეული დანაყოფის თანამედროვე და სამართლიანი მართვა გვაძლევს შესაძლებლობას გავზარდოთ სამინისტროების მიერ საოზგადოების წინაშე აღებული ვალდებულებები. დასახულ ამოცანებს წარმატებით ვართმევთ თავს, ამაზე მეტყველებს ჩვენს მიერ გაკეთებული საქმეც."- განაცხადა ღარიბაშვილმა და პატრულის თითოეულ თანამშრომელს, ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.
„მინდა თითოეულ პატრულის თანამშრომელს, თითოეულ პოლიციელს მადლობა გადავუხადო მართლაც იმ გმირული საქმიანობისთვის რომელსაც იჩენენ. მე მჯერა რომ თქვენი შრომა დაფასებული იქნება." - აღნიშნა მინისტრმა.