reportiori.ge - ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ქუთაისის მერიიდან გათავისუფლებული ათი პირის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 12:54
სამართალი
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ქუთაისის მერიიდან გათავისუფლებული ათი პირის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა
ავტორი:
23 აგვისტო, 2013. 15:34

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ქუთაისის მერიიდან გათავისუფლებული ათი პირის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა. სასამართლოს გადაწყვეტილებით ხუთი პირის სასარჩელო მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა, სამი - ნაწილობრივ, ხოლო ორი არ დაკმაყოფილდა.

შეგახსენებთ, ქუთაისის მერიიდან 88 თანამშრომელი რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების საფუძვლით გათავისუფლდა, ხოლო მერის ორი მოადგილე სამსახურებრივი უფლებამოსილების უხეში დარღვევის მოტივით. 12 მათგანის ინტერესებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" იცავს. გათავისუფლებულები შესაბამისი ბრძანებების ბათილად ცნობას, სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენას და იძულებით განაცდურის ანაზღარებას ითხოვდნენ. 

სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ქუთაისის მერს იმ პირების სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენა დაევალა, რომელთა სამსახური რეორგანიზაციას დაექვემდებარა, მაგრამ საშტატო ერთეული არ გაუქმებულა.

სასამართლომ საკითხის დამატებით შესასწავლად ადმინისტრაციულ ორგანოს სამი საქმე დაუბრუნა. დასახელებულ შემთხვევებში სასამართლომ მიიჩნია, რომ მართალია, ადგილი ჰქონდა საშტატო ერთეულების შემცირებას, მაგრამ ადმინისტრაციულმა ორგანომ კანონით დადგენილი წესის შესაბამისად არ იმსჯელა და არ დაასაბუთა კონკრეტულ პირთა გათავისუფლების მიზანშეწონილობა. 

რაც შეეხება ორ სარჩელს, რომელიც არ დაკმაყოფილდა, სასამართლოს პოზიციით კონკრეტულ პირთა გათავისუფლება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მოხდა და სასამართლო მის შეფასებას ვერ განახორციელებს. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016