reportiori.ge - ტესტი: რა გჭირდებათ ყველაზე მეტად?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 20:10
სხვადასხვა
ტესტი: რა გჭირდებათ ყველაზე მეტად?
ავტორი:
25 მაისი, 2014. 00:02


აირჩიეთ ის ფერი, რომლის დანახვაც ამ წუთას ყველაზე მეტად გესიამოვნებოდათ და წაიკითხეთ შესაბამისი პასუხი:


შავი - თქვენთვის აუცილებელია განმარტოება მთელი სამყაროსგან, ყველანაირი ინფორმაციისგან. ძილი, სიჩუმე და სიმშვიდე გჭირდებათ. შესაძლოა, ეს დეპრესიას ჰგავს, მაგრამ თქვენთვის ახლა აუცილებელია ამის გაკეთება, თორემ შესაძლოა, ეს მდგომარეობა ქრონიკული გახდეს. ამ მდგომარეობიდან გამოსვლა კი უფრო რთული იქნება.



თეთრი - თქვენთვის ახლა ყველაზე კარგი რაღაც კარგის, სასარგებლოს გაკეთება იქნებოდა. იქნებ საკუთარი თავისთვისაც - ისეთი რამის, რაც დიდი ხანია გსურთ, რომ გააკეთოთ და ვერ ახერხებდით; ან სრულიად უცხოსთვის. მოძებნეთ ისეთი ვინმე, ვისაც დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება.



ვარდისფერი - დაიღალეთ ყოველდღიურობისგან, ფორიაქისგან და გახუნებული დღეებისგან. რთულია იყო დიდი, გქონდეს პასუხისმგებლობები. მიეცით თავს უფლება, გახდეთ ბავშვი. გაეთავისუფლეთ სამსახურიდან ან გამონახეთ დრო იმისათვის, რომ გაატაროთ დღე სწორედ ისე, როგორც თქვენ გინდათ. მოუსმინეთ საკუთარ სურვილებს.



ცისფერი - ოცნება გჭირდებათ, რაღაც ისეთი, რასაც დაელოდებით, რისკენაც წახვიდოდით. რეალური ოცნება, რომელსაც ექნება შანსი, რომ განხორციელდეს. მაგრამ ამავე დროს, დიდი, გრანდიოზული, არც ისე ხელმისაწვდომი, რომლის მიღწევაც ხვალვე ვერ მოხერხდება. მოკლედ რომ ვთქვათ, თქვენ გჭირდებათ გზა ოცნებისკენ, რომელიც შემდგარი იქნება შრომის, მოთმინებისა და გამძლეობისგან.



მორუხო-ცისფერი - თავისუფლება გინდათ. იხუთებით იმ ყოფაში, რომელშიც ახლა იმყოფებით. წარმოიდგინეთ თავი ნიავად, იფრინეთ და თავს უფლება მიეცით, არ იფიქროთ შედეგებზე. მოწყდით და გაფრინდით იქ, საითაც გული მიგიწევთ.



ლურჯი - თქვენთვის აუცილებელია რაღაც დროით მოშორდეთ თქვენს ახლანდელ ყოფას და ახლობლებს. განაგრძეთ იმის კეთება, რასაც აქამდე აკეთებდით, მაგრამ ნუ დახარჯავთ ამაში ნერვებს. შეეცადეთ, გვერდიდან დააკვირდეთ საკუთარ თავს; დაინახოთ, იქით მიდიხართ, საითკენაც მიისწრაფოდით. ხომ არ შეიცვალა თქვენი მიზნები? და საერთოდ, რაშია თქვენი ცხოვრების აზრი?



მკვეთრი მწვანე - განახლება, ცვლილებები გჭირდებათ, თუმცა ალბათ - არა კარდინალური. თქვენი ცხოვრების საფუძველი ისეთია, როგორიც გჭირდებათ. მაგრამ რაღაც, თუნდაც გარეგნული ცვლილებები უკეთესობისკენ აუცილებელია. იქნებ გეცადათ და ვარცხნილობა შეგეცვალათ, ან ჩაცმის სტილი? ან ავეჯი გადააადგილეთ სახლში. ახალი პროფესიის დაუფლებაზე რას იტყოდით? გაიფართოვეთ საქმიანობის სფერო.



ყვითელი - თქვენთვის აუცილებელია ურთიერთობები, კონტაქტი ადამიანებთან. არა ერთი-ორი სიტყვა, არამედ დიდხნიანი საუბრები. გამონახეთ დრო ძველი მეგობრისთვის, სთხოვეთ, მანაც გამონახოს ამისთვის დრო. იმისათვის, რომ დილამდე ილაპარაკოთ ყველაფერზე - წარსულზე, აწმყოსა თუ მომავალზე...



წითელი - თქვენთვის ფიზიკური შრომაა აუცილებელი. დატვირთვა ძალების გამოლევამდე, ისე, რომ კუნთები გეტკინოთ. ან სპორტით დაკავდით იმისათვის, რომ დაგროვილი უარყოფითი ენერგიისგან გათავისუფლდეთ.



ნარინჯისფერი - გართობა, მეგობრების კომპანია და ამ კომპანიაში ყურადღების ცენტრში ყოფნა გჭირდებათ. გამონახეთ მიზეზი - წადით დაბადების დღეზე ან რაიმე ხმაურიან საღამოზე. ჩაიცვით, რაც ყველაზე მეტად გიხდებათ და დაუმატეთ თქვენს გარეგნობას ცოტაოდენი ეპატაჟი: გამომწვევი ვარცხნილობა ან აქსესუარი.



იასამნისფერი -  პატარა განტვირთვა არ გაწყენდათ. შესაძლოა, მსუბუქი ფლირტი, უმჯობესია ვირტუალური, დიდი მიმოწერით. იყავით გულწრფელი, გახსნილი, მაგრამ შეხვედრებს რეალობად ნუ აქცევთ. ცუდი არ იქნება, თუ იყოლიებთ ძაღლს ან კატას, იმისათვის, რომ გყავდეთ ვინმე, ვისზეც იზრუნებდით; რომ იცოდეთ, შინ ყოველთვის გელიან.



ფირუზისფერი - ჰარმონია, სულიერი სიმშვიდე გესაჭიროებათ. უარი თქვით ყველაფერ იმაზე, რაც გაფორიაქებთ, რაც თქვენს სინდის-ნამუსს აღემატება. შეცვალეთ ის, რაც შეგიძლიათ, ხოლო რაც თქვენს ძალებს აღემატება, შეეშვით და შეეგუეთ, რომ ამას ვერ გაწვდებით. შეიყვარეთ საკუთარი თავი და დატკბით ყოველი ახალი დღით.



სალათისფერი - გრძნობების განახლება და ცხოვრებისთვის მეტი ხიბლის მინიჭება გჭირდებათ. ყოველდღიურობა ძალიან დამთრგუნველი გახდა თქვენთვის. ამაში მოგზაურობა დაგეხმარებათ. შეგიძლიათ თქვენთვის რაიმე უჩვეულო რელაქსი მოსინჯოთ: ცხენზე ჯირითი, ფეინთბოლი, პარაშუტიდან გადმოხტომა. თუმცა დაუფიქრებლად ნუ გარისკავთ.


 

იისფერი - თუ თქვენი სამსახური ადამიანებთან გამუდმებულ კონტაქტს გულისხმობს - შეიცვალეთ ის. თქვენ აღარ უნდა იყოთ არავის აზრზე დამოკიდებული. ცუდი არ იქნებოდა, გულგრილობის რაღაც დონე გამოგეხატათ სხვისი სიტყვების მიმართ. თქვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, იყოთ ის, ვინც ხართ.



ოქროსფერი - სასწრაფოდ შვებულებაში! ისეთ ადგილას, სადაც მზეა და არანაირი საზრუნავი. მზისგან დახრუკვა აუცილებელი არ არის, საკმარისია მზის სხივის ოდნავ დაკვრა და მისი სასიცოცხლო ენერგიით ავსება. სამსახურში დაბრუნებული მიხვდებით, რომ ზღვა ენერგია გაქვთ.



რუხი - თქვენ ნორმალური ცხოვრება გჭირდებათ. ყველაზე ჩვეულებრივი, ყოველგვარი აღმაფრენისა და მიწაზე დაშვების გარეშე, ერთი სიტყვით, უკიდურესობების გარეშე. შეეცადეთ, რაღაცაში მაინც დაამყაროთ წესრიგი. შეარჩიეთ გარკვეული რეჟიმი და შეინარჩუნეთ ის. დაგეგმეთ დღეები. თქვენს ცხოვრებაში რაღაც მაინც უნდა იყოს სტაბილური - ვარჯიში, სადილის დრო, ძილის წინ გასეირნება.



კრემისფერი - სიმყუდროვე და მზრუნველობა გჭირდებათ. თუ გვერდში ასეთი არავინ გყავთ - თავად იზრუნეთ საკუთარ თავზე. დაალაგეთ სახლი, შეუკვეთეთ ან მოიმზადეთ განსაკუთრებული სადილი. გაიკეთეთ არომატული აბაზანა. შეიძინეთ ნიღბები, ლოსიონები, სასიამოვნო ქსოვილისგან შეკერილი სამოსი. ნახეთ ის ფილმი, რომლის ყურებაც დიდი ხანია გინდოდათ.



მუქი მწვანე - თქვენ უბრალო და მშვიდი ცხოვრება გჭირდებათ. ძალიან გადაღლილი ხართ. იდეალური იქნება, თუ სადმე, სიმშვიდეში გაემგზავრებით, იქ, სადაც ცოტა ადამიანია და ნაკლები ცივილიზაცია. გაახურეთ ღუმელი, გააშენეთ ბაღ-ბოსტანი, იყოლიეთ ძროხა ან წვრილფეხა საქონელი. ღამით ჭრიჭინებს უსმინეთ, წვიმის ხმაურში და ფოთოლთა შრიალში დაიძინეთ. გაიღვიძეთ იასამნის სურნელსა და ჩიტების ჭიკჭიკში.



ყავისფერი - ცხოვრებაში ძლიერი და საიმედო დასაყრდენი გჭირდებათ. ამის მოძებნა ოჯახში ან საყვარელ ადამიანებშიც შეიძლება, მაგრამ უკეთესია, ეს საკუთარ თავში იპოვოთ. შეისწავლეთ ახალი პროფესიები, ისწავლეთ ფულის ეკონომიურად ხარჯვა. ცოდნა, სიტყვები, პატივისცემა და ფული - გაგაძლიერებთ და ნებისმიერი შტორმისგან დაგიცავთ.



მარჯნისფერი - დიდი ხანია, თქვენს ცხოვრებაში სასიხარულო არაფერი მომხდარა. გაიხსენეთ, რა გახარებდათ. ყვავილები? ტირში სროლა? ახალი, ლამაზი სამოსი? ტყეში სეირნობა? აირჩიეთ ის, რისი გაკეთებაც მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. იყიდეთ, თუნდაც ძვირი ღირდეს. გააკეთეთ, თუნდაც სისულელე იყოს. დაივიწყეთ საზოგადოებრივი აზრი, გახდით ცოტა ხნით მაინც ეგოისტი, ეს თქვენ გჭირდებათ.



(მოამზადა ნინი მოდრეკილმა)

წყარო: marao.ge


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016