reportiori.ge - არჩილ თალაკვაძე: მომაკვდავი მსჯავრდებულები სამოქალაქო საავადმყოფოებში გადაჰყავდათ, სიკვდილის შემთხვევები გარეთ რომ დაფიქსირებულიყო და არა ციხეში
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 12:27
სამართალი
არჩილ თალაკვაძე: მომაკვდავი მსჯავრდებულები სამოქალაქო საავადმყოფოებში გადაჰყავდათ, სიკვდილის შემთხვევები გარეთ რომ დაფიქსირებულიყო და არა ციხეში
ავტორი:
23 აგვისტო, 2013. 15:55

სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის აკაკი მინაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ციხეებში კრიმინალის დაბრუნებაზე საუბრობდა და აცხადებდა, რომ სისტემა, რომელიც "ვარდების რევოლუციის" დროს დაინგრა, "ქართულმა ოცნებამ" აღადგინა. 
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საზოგადოებრივმა ჯგუფმა, რომელშიც გათავისუფლებული პატიმრებიც შედიან, შეკრიბეს ინფორმაცია წინა წლებში ე.წ.მაყურებლების სისტემის შესახებ და სახელდება 73 კრიმინალური ავტორიტეტისგან შექმნილი „პირამიდა", რომლის საშუალებითაც ადმინისტრაცია სხვა პატიმრებს მართავდა. ცნობილია ამ მაყურებლების ვინაობები, სახელები და გვარები, თუმცა ეს სრული სია არ არის, რადგან გამოძიება გრძელდება. 
სამინისტროს ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს ე.წ. მაყურებლების რაოდენობა 700-ს აღწევდა. 
"წინა ადმინისტრაციის პერიოდში, არა თუ რიგით დაწესებულებებში, არამედ ყოფილ სამართალდამცავთა დაწესებულებაშიც, რომელსაც მატროსოვს ეძახიან, იქაც ჰყავდათ ე.წ. მაყურებელი დანიშნული, ვინმე ვახტანგ თიგიშვილი. ერთადერთი დაწესებნულება, სადაც "ნაციონალურ მოძრაობასა" და კანონიერი ქურდების ალიანსს არ ჰყავდა დანიშნული მაყურებელი, ეს იყო გლდანის მე-8 დაწესებულება და ესეც მხოლოდ იმიტომ, რომ დაწესებულება სისხლიან ლომბარდად იყო ქცეული და ყველა პატიმარი, რომელიც ამ ციხიდან გამოვიდა, ამ ციხეს ლომბარდს უწოდებს", - აღნიშნა თალაკვაძემ და აღნიშნა, რომ ეს პრობლემა დღესაც არსებობს სისტემაში, თუმცა ახალი მთავრობა არანაირ გარიგებაში და ალიანსში კრიმინალებთან არ არის შესული.
თალაკვაძემ სტატისტიკაც წარადგინა, თუ რა ვითარება იყო წინა ხელისუფლების დროს საპატიმროებში. 
მისი თქმით, 2004-2012 წლებში გარდაცვლილია 794 პატიმარი. აქედან 34 თვითმკვლელობის შემთხვევაა. მინიმუმ 52 ადამიანი გარდაცვლილია პირდაპირი ძალადობის შედეგად. სტატისტიკის მიხედვით, 2011 წლის მარტში, მხოლოდ ერთ თვეში, გარდაიცვალა 21 მსჯავრდებული, რაც ახალი ხელისუფლების მმართველობის პერიოდში მთელი წლის მაჩვენებელს მკვეთრად აღემატება.
თალაკვაძის ინფორმაციით, ასეულობით ადამიანი დასახიჩრებულია  ცემის შედეგად ხერხემალზე მიყენებული მძიმე დაზიანებებით. 298 მსჯავრდებული არის იდენფიცირებული, 38 ადამიანს ცემის შედეგად ყურის დაფის აპკები აქვთ გაგლეჯილი, 55 ადამიანს უკვე გაუკეთდა სახის ძვლების და ცხვირის მოტეხილობების რთული ოპერაცია და ბევრი ადამიანი კიდევ საოპერაციო. 150-ზე მეტ პატიმარს ცემის შედეგად შეზღუდული აქვს შესაძლებლობები, უმრავლესობა ეტლს არის მიჯაჭვული. 
მისივე თქმით, 66 მსჯავრდებული, რომლებიც ციხეში თავის დროზე ჯანმრთელები შევიდნენ, უმძიმესი ფსიქიატრიული შედეგებით გადაყვანილები არიან ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში ბოლო 8 თვის განმავლობაში. დღეის მდგომარეობით კი, 6 ათასზე მეტი მსჯავრდებული გადაყვანილია სამოქალაქო საავადმყოფოებში, სადაც მათ მკურნალობის სხვადასხვა კურსი ჩაუტარდათ, მათ შორის ქირურგიული. 
"მომაკვდავი მსჯავრდებულები ბოლო საათებში სამოქალაქო საავადმყოფოებში გადაჰყავდათ, რათა სიკვდილის შემთხვევები გარეთ დაფიქსირებულიყო და არა ციხეში", - აღნიშნა თალაკვაძემ. 
თალაკვაძემ მაგალითიც მოიყვანა, როდესაც პატიმარი  რ.გ. ერთი კვირის განმავლობაში კიდურებით დარჩათ ჩამოკიდებული კარცერში და დღეს მას ორივე კიდურის დეფორმაცია აქვს მიღებული და პრაქტიკულად, ქირურგიული ჩარევითაც კი ამ პრობლემის გამოსწორება ვერ ხერხდება. 
მისივე ინფორმაციით, გაუპატიურებისა და ცემის შედეგად ერთ-ერთი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა განადგურებულია. ასევე არსებობს მსჯავრდებული, რომელიც 10 თვის განმავლობაში მიბმული ჰყავდათ მძიმე ავეჯზე და დღეს იგი საკნის დანახვაზე გონებას კარგავს და ჰალუცინაციები აქვს. 
"ნაწამები და გაუპატიურებული არაერთი მსჯავრდებულია, მათ შორის ბავშვები. ბევრი პატიმარი ყვება, რომ მათი წამება ხდებოდა პროზექტურაშიც, სადაც მათ მიცვალებულებთან ერთად ათავსებდნენ და სასტიკი წამების შემდეგ მიცვალებულებთან ტოვებდნენ. 2009 წლიდან მოყოლებული ასობით ადამიანი გახდა მედიკამენტებზე დამოკიდებული, მათ რეაბილიტაციას წლები და ასიათასობით ლარი დასჭირდება, რადგან ნარკოლოგიურ კლინიკებში გადაყვანილი ხალხი ხშირ შემთხვევაში სრულად ვერ გამოჯანმრთელება. არაერთიო პაციენტის მდგომარეობა დღემდე კრიტიკული რჩება, რადგან ისინი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდნენ", - აღნიშნა თალაკვაძემ. 

მისი განცხადებით, მინაშვილმა ქსნის დაწესებულებაში კარცერზე ისაუბრა, სადაც კარცერი საერთოდ არ არის. ასევე მინაშვილმა ისაუბრა საერთო რეჟიმის მაყურებლებზე. თალაკვაძის თქმით, საერთო რეჟიმი სამი წლის წინ გაუქმდა და ეს ეჭვს აჩენს, რომ მის მიერ წარმოდგენილი სქემა არის სამი წლის წინანდელი. ასევე 4 მსჯავრდებული, რომელიც დეპუტატმა დაასახელა, იმ დაწესებულებებში საერთოდ არ იხდიან სასჯელს, ერთი მსჯავრდებული კი, საერთოდ არც წარსულში და არც დღეს არ იხდის სასჯელს. 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016