reportiori.ge - ნორა კვიციანის შვილის, ბაჩო არღვლიანის საქმის დეტალები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 18:39
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ნორა კვიციანის შვილის, ბაჩო არღვლიანის საქმის დეტალები
ავტორი:
25 მაისი, 2014. 16:38



კოდორის ხეობაში საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებულის ემზარ კვიციანის მეუღლე თეთნულდ ანსიანი „Facebook“-ზე ნორა კვიციანის შვილის საქმის დეტალებს აქვეყნებს.

 

2012 წლის ზაფხულის დასაწყისში, გელა უბილავას თქმით, თეიმურაზ ქობალიამ მას ახალი დავალება მისცა _ ნორა კვიციანის შვილის ბაჩო არღვლიანის ლიკვიდაცია: "მუხამ" ისევ სამხარეოში მიმიყვანა მეგის ქარდავასთან და მეუბნებიან, არღვლიანი საფრთხეს წარმოადგენს და უნდა განადგურდესო. ბაჩო არღვლიანი ჩემი აფხაზი მეგობრის ომარ ტარბას უახლოესი მეგობარი იყო და ეს ურთიერთობა უნდა გამომეყენებინა მისი ლიკვიდაციისთვის. ორ პატარა კოლოფში ჩამიდეს ასაფეთქებელი მოწყობილობა და მასწავლეს როგორ იმართებოდა. ასაფეთქებელი უნდა დამეტოვებინა ბაჩოს მანქანაში და ტელეფონის საშუალებით მომეყვანა მოქმედებაში. ყველამ იცის, რომ ბაჩო ნარკომანია, წამალზე იჯდა ტარბაც, ამიტომ მათთვის წამალი გამატანეს. მომცეს ფული, ახალი ტელეფონი და აფხაზური სიმ -ბარათი, რაც სამეგრელოში მომუშავე ყველა სამართალდამცავს აქვს."

 

როგორც თავად ამბობს, ასაფეთქებელი მოწყობილობა უბილავამ ტარბას დახმარებით გადაიტანა აფხაზეთში, რადგან ეს უკანასკნელი ავტორიტეტით სარგებლობდა და მის მანქანას არავინ გააჩერებდა. უბილავამ აფხაზ მეგობარს უთხრა, რომ საქართველოში იძებნებოდა და ამიტომ, პასპორტი და რუსეთში სასწრაფოდ გადასვლა სჭირდებოდა. საბოლოოდ, უბილავამ ტარბას სოხუმში ჩასვლის ნამდვილი მიზეზი უთხრა, რამაც ეს უკანასკნელი შოკში ჩააგდო. ბაჩო არღვლიანის ლიკვიდაცია ჩავარდა, უბილავას სამეგრელოში დაბრუნება მოსთხოვეს. კოდუა და ქარდავა ამბობდნენ, "პირველია" გაცოფებული და კაი დღე არ დაგვადგებაო.

 

 

გელა უბილავა ყვება, რომ მეგის ქარდავას და კოხტა კოდუას ზუგდიდში რამდენიმე ბინა ჰქონდათ დაქირავებული, ერთ-ერთში შეასახლეს უბილავაც, რომელსაც მეთვალყურედ ქობალია მიუჩინეს. ბაჩო არღვლიანის ლიკვიდაციის საქმეში "მუხამ" უბილავას მეგობარი კვარაცხელიაც ჩართო. ოთხკაციანი ჯგუფი, რომელშიც ვინმე შაფათავა და ერთი აფხაზი შედიოდნენ სოხუმში გაემგზავრა. გეგმის მიხედვით, თუ კვარაცხელია არღვლიანთან ახლოს ვერ მივიდოდა, შორიდან უნდა ესროლა. ხობელი თორნიკე კვარაცხელია, რომელიც აფხაზთან ერთად გაემგზავრა სოხუმში, იმ დღის შემდეგ თვალით არავის უნახავს. არღვლიანის მკვლელობის დაგეგმვა ამით არ დასრულებულა; უბილავა თბილისში ჩამოდის და მეადონის პროგრამაში ჩართულ ერთ-ერთ აფხაზთან დაახლოებას ცდილობს, რომელიც არღვლიანის მეგობარია. ეს ოპერაცია საბოლოოდ ჩაიშალა, რადგან საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მეგის ქარდავამ მალევე დატოვა საქართველო და როგორც უბილავა ამბობს, მისმა ხელქვეითმა ქობალიამ ყოფილ უფროსზე ნადირობა გამოაცხადა.- წერს თეთნულდ ანსიანი.


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016