reportiori.ge - ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა თელავში
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 06:00
რეგიონები
ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა თელავში
ავტორი:
25 მაისი, 2014. 18:37



„რეპორტიორი“თელავში პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლის სრულ ტექსტს გთავაზობთ.

 

მოგესალმებით, კახელებო!

 

თელავიდან მივესალმები მთელ კახეთს!

ჩემს გაუტეხელ კახელებს გაუმარჯოს!

საქართველოს გაუმარჯოს!

დღეს მე ამაყი ვარ, რომ კახეთის მიწაზე ვდგავარ.

აქ, მეფე ერეკლეს ქალაქში, არა ერთხელ გადაწყვეტილა საქართველოს ბედი. კახეთი ბევრი განსაცდელის წინაშე დამდგარა, მაგრამ ყოველთვის მედგრად დახვედრია გასაჭირს - კახეთი ყოველთვის გადარჩა და მთელი საქართველო იხსნა  ფიზიკური და სულიერი განადგურებისაგან. ეს ძალა კახეთს არასოდეს დაუკარგავს და დღესაც მყარად დგას ფეხზე.

კახელებმა განუწყვეტელი ომების ქარცეცხლში გამოატარეს და გადაარჩინეს თავისი მთავარი განძი და ფასეულობა - ქართული ვაზი.

სწორედ ამიტომ არის ვაზი და ვენახი კახელი კაცისთვის წმინდა. ეს არის ჩვენი ფესვები და სწორედ ამ შეგნებით უვლის და იცავს გლეხი კაცი ვაზსმაგრამ ჩვენ ისეთ დროსაც მოვესწარით, როცა კახელი გლეხი თავისი ხელით ჩეხდა ვენახს. ვაზისა და ღვინის ქვეყანაში ასეთი რამ აღარ უნდა მოხდეს. ამას ჩვენ არ დავუშვებთ! ჩვენ ვზრუნავთ მევენახეობაზე, ხელს ვუწყობთ მის გადარჩენასა და განვითარებას.

სწორედ ამ მიდგომით ჩავატარეთ გასულ შემოდგომაზე ისეთი რთველირომლის პრეცედენტიც ბოლო  ოცი წლის განმავლობაში საქართველოს არ ახსოვს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არ დარჩენილა გლეხი, რომელსაც ყურძენი  ჩაუბარებელი დარჩა. დღეს კახელ გლეხს შრომა უფასდება. ეს  ნამდვილად დიდი სტიმულია ჩვენი ხალხისთვის.

მარტო კახეთმა ას მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო ამ რთველით. სახელმწიფომ, მთავრობამ უყურადღებოდ არც საწარმოები დატოვა და შედეგმაც არ დააყოვნა. ვაზის მოვლა-პატრონობა დღეს უკვე მომგებიან საქმედ იქცა. კახელებმა ისევ დაიწყეს ვაზის გაშენება, და მთავრობა ამაში ყველანაირად ხელს უწყობს მათ. კახეთში  2000 ჰექტარზე უკვე გაშენდა ახალი ვენახები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

 

ვგეგმავთ, რომ ვენახები გაშენდეს თანამედროვე ტექნოლოგიური სქემებით, იმისათვის, რომ მაღალხარისხიანი ყურძენი მოვიყვანოთ. მთავრობა იმაზეც ზრუნავს, რომ გლეხი მარტო მევენახე კი არ იყოს, არამედ ღვინის მწარმოებელიც  გახდეს და  მეტი შემოსავალი მიიღოს.

სულ უფრო მეტი ფასი ედება ქვევრის ღვინოს. ტრადიციული მეღვინეობა ქვევრში ღვინის დადუღებასა და დავარგებას გულისხმობს. ეს ტექნოლოგია უნიკალურია, არ არსებობს არც ერთ  სხვა ქვეყანაში, რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ქართულ ღვინოს უცხოელებისათვის. შემთხვევითი არ არის, რომ ქვევრის ღვინის დაყენების ტრადიციულ მეთოდს იუნესკომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ჩვენ სწორედ ახლა გვეძლევა საშუალება ახლებურად წარმოვაჩინოთ და საკადრისი ადგილი დავუმკვიდროთ ქართულ ღვინოს მსოფლიოს საუკეთესო ღვინოების გვერდით, და მჯერა, იგი მსოფლიოში ყველაზე აღიარებულ ღვინოებსაც კი გაუწევს კონკურენციას და დაიკავებს ერთ-ერთ საპატიო ადგილს მსოფლიო ღვინის ბაზარზე. ჩვენი ღვინო საქართველოს საიმიჯო პროდუქტი გახდება და თითოეული ქართველი იამაყებს ამით.

ამ საქმეში ღვინის საწარმოებს ძალიან დიდი ფუნქცია აქვთ. დღეს უკვე ქარხნები საშუალებას აძლევენ გლეხებს დროულად მოახდინონ საკუთარი მოსავლის რეალიზება საბაზრო ფასში.

დღეს ვიყავი ვაზიანის ღვინის ქარხანაში. მე დღეს ვნახე, როგორ შეიძლება ხელშეწყობის პირობებში, შეღავათიანი აგროსესხის გამოყენებით, ერთ წელიწადში ქარხანა საუკეთესო ტექნოლოგიებით აღჭურვო. ეს საწარმო ყველა საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს, კადრებითაც დაკომპლექტებულია და სრულიად მზად არის წლევანდელი რთველისთვის. ამ ქარხანას შეუძლია 2000 ტონა ყურძნის გადამუშავება. ასეთი მოცულობის სრულიად ახალი ქარხნების მშენებლობა არის იმის ნიშანი, რომ დარგი ვითარდება და აგრომრეწველობას აქვს მყარი და სტაბილური მომავალი.

ამ ქარხნის ნახვის შემდეგ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ადგილობრივი წარმოების სტიმულირება არის სრულიად აუცილებელი და გადაუდებელი იმისათვის, რომ ქვეყნის  ეკონომიკა ფეხზე დავაყენოთ.

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, კახეთში უკვე 142 მილიონზე მეტი ლარის აგროსესხია გაცემული. 5000-მდე ოჯახმა ისარგებლა ამ შეღავათიანი  სესხით.

წარმოების გაზრდა, კერძო მეწარმეების ხელშეწყობა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია.

სწორედ ამიტომ, ჩემი ინიციატივით რამდენიმე დღეში, პირველი ივნისიდან ვიწყებთ კიდევ ერთ სახელმწიფო პროგრამას, რომელსაც დავარქვითაწარმოე საქართველოში“. მთავრობის მიზანია ამ პროგრამის განხორციელებით ყველა რეგიონში, შემდეგ კი ყველა რაიონსა და სოფელში აღდგეს და აღორძინდეს ტრადიციული ქართული წარმოება. ამ საქმისთვის გამოყოფილია 46 მილიონი ლარი. ყველას შეუძლია ჩაერთოს ამ პროგრამაში, აიღოს სესხი, ააშენოს ახალი საწარმო და დაიწყოს ბიზნესი. როგორც კი საწარმოები გაჩნდება, გაჩნდება სამუშაო ადგილებიც და ჩვენი ხალხიც დასაქმდება. პირველ ეტაპზე სახელმწიფომ უკვე შეარჩია ასამდე შენობა, რომელიც ამ პროგრამაში ჩართულ მეწარმეებს სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადაეცემა.

უკვე ორი წელია მთავრობა მაქსიმალურად ეხმარება სოფელს მიწის საგაზაფხულო სამუშაოებშიჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ  მიწა არ დარჩეს დაუმუშავებელიყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ  თითოეულ ადამიანს, თითოეულ ოჯახს მივეხმაროთშეიძლება ეს საკმარისი არ არის, მაგრამ  ნამდვილად არის სტიმული იმისთვის, რომ ოჯახები ფეხზე დადგეს

ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც რეალურად ზრუნავს ხალხზე. ჩვენი მოვალეობაა ვემსახუროთ ხალხს. ხელისუფლება ხალხს უნდა ემსახუროს და არა ხალხი  - ხელისუფლებას!

 

ჩვენ დავიწყეთ სოფლებში სკოლების აღდგენა და ახალი სკოლების მშენებლობა. საგარეჯოში, სოფელ ლამბალოში, სადაც 1000-მდე მოსწავლეა და წლების განმავლობაში ვერ მოხერხდა მათთვის  სკოლის აშენება, ჩვენ ვაშენებთ ახალ სკოლას. სოფელ ლამბალოს ბავშვები თანამედროვე სკოლაში ისწავლიან. ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ, რომ საქართველოში არც ერთი ბავშვი არ დარჩეს განათლების გარეშე. მინდა გითხრათ, რომ თქვენი შვილები წელსაც მიიღებენ უფასო სახელმძღვანელოებს. რაც შეეხება სტუდენტებს, ჩვენ მათ ვუქმნით განათლების მიღების პირობებს. გვაქვს უფასო ფაკულტეტები, თბილისში ვაშენებთ სტუდენტურ საცხოვრებელს რეგიონებიდან ჩამოსული ახალგაზრდებისთვის. განსაკუთრებით ნიჭიერ ახალგაზრდებს საზღვარგარეთ სწავლის საშუალებასაც მივცემთ

ახლა მინდა ჯანდაცვის საკითხსაც შევეხო. ბოლო 20 წელზე მეტია ჩვენი ხალხი უმძიმეს მდგომარეობაში იყო. მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა სიძვირის გამო ვერ ახერხებდა საავადმყოფოში დაწოლას, ოპერაციის გაკეთებას. ახლა საქართველოს თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობაზე სახელმწიფო ზრუნავს და მათ მკურნალობას აფინანსებს.

რა თქმა უნდა, რაც ახლა ჩამოვთვალე, საკმარისი არ არის, მაგრამ კარგად გესმით, რომ ყველაფერს ერთდროულად ვერ  მოვერევით. ყველამ იცის, რა მძიმე მემკვიდრეობაც გვერგო. ჩვენ დღე და ღამე ვშრომობთ, რომ რაც შეიძლება მალე გადავჭრათ პრობლემები.

დღეს დავათვალიერე თელავის აეროდრომი, სადაც სარეაბილიტაციო სამუშოები მიმდინარეობს. 20 წელი ეს აეროდრომი  უფუნქციოდ იყო. ახლა გვეძლევა იმის საშუალება, რომ იგი იქცეს ბაზად და წინაპირობად, რომ შიდა ქართული აერომიმოსვლა განვითარდეს. საჰაერო მიმოსვლა ქვეყნის შიგნით უნდა იყოს ხელმისაწვდომი, რომ პირველ რიგში ამით ისარგებლოს ჩვენმა ხალხმა და ისარგებლონ ტურისტებმაც.

კახეთს ტურიზმის დიდი პოტენციალი აქვს. კახეთში თავმოყრილი უნიკალური ისტორიული და კულტურული ძეგლები, უნიკალური ბუნება, მთა-თუშეთი უამრავ ტურისტს იზიდავს. ჩვენ ეს უნდა გამოვიყენოთ და კიდევ უფრო უნდა განვავითაროთ ტურიზმი. ამით ხალხს გაუჩნდება დამატებითი შემოსავალი, გაჩნდება სამუშაო ადგილები.

სულ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, რომ რუსეთის ბაზარზე კვლავ აღდგება ქართული პომიდვრის, კიტრის, კომბოსტოს, ბადრიჯნის, კარტოფილისა და ხილის მიწოდება. ეს ჩვენი მთავრობის დიდი ძალისხმევის შედეგია. ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ ხალხს ჰქონდეს რაც შეიძლება მეტი გზა იმისა, რომ მოახდინოს პროდუქტის რეალიზება და მიიღოს მეტი შემოსავალი.

სულ მალე საქართველო ხელს მოაწერს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას. ეს არის გზა ჩვენი ხალხის კეთილდღეობისკენ, საქართველოს წინსვლისა და განვითარებისკენ. ევროპასთან დაახლოება ბევრ სიკეთეს მოგვიტანს.

 

მეგობრებო,

იცით, რომ 15 ივნისს კიდევ არჩევნები გვაქვს. ამ არჩევნებზე ადგილობრივი ხელისუფლება უნდა ავირჩიოთ - გამგებლები, მაჟორიტარი დეპუტატები და, რაც მთავარია, თელაველებმა თქვენი ქალაქის მერი უნდა აირჩიოთ. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თელავის  -  ერეკლეს ქალაქის მნიშვნელობას. ამ არჩევნების მერე თქვენ ხდებით თქვენი ქალაქის ბატონ-პატრონი. დამთავრდა ის დრო, როცა თქვენს აზრს არავინ ითვალისწინებდა და თბილისიდან ერთი კაცის ნება-სურვილზე წყდებოდა ყველაფერი.

თელავს, როგორც სატახტო ქალაქს ეკადრება, ისე  უნდა მივხედოთ. თელავმა უნდა დაიბრუნოს თავისი დიდება. და ეს უნდა მოხდეს თქვენი აქტიური მონაწილეობით. ამაში, რა თქმა უნდა, ჩვენც დაგეხმარებით.

ახლა მთავარია სწორი არჩევანი გავაკეთოთ. მოგიწოდებთმხარი  დაუჭირეთ ჩვენს კანდიდატებსხმა მიეცით ,,ქართულ ოცნებას“!

კოალიცია ,,ქართული ოცნებანამდვილად კარგ კანდიდატებს გთავაზობთეს წესიერი, კარგი ხალხია, კარგად იცნობენ რაიონების პრობლემებს. ჩვენი კანდიდატები სამშობლოს მოყვარული და ერთგული ხალხია.

ახლა წარმოგიდგენთ ,,ქართული ოცნებისგამგებლების კანდიდატებს:

 

თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელი - ალექსანდრე შათირიშვილი

საგარეჯოს გამგებელი - გიორგი გზირიშვილი

გურჯაანის გამგებელი - გია გერგიძე

სიღნაღის გამგებელი - დავით ჯანიკაშვილი

ლაგოდეხის გამგებელი - კახა ჯამბურია

ყვარლის გამგებელი - ილია მზექალაშვილი

დედოფლისწყაროს გამგებელი - ნიკოლოზ ჯანიაშვილი

ახმეტის გამგებელი - ბექა ბაიდაური

და ბოლოს, თელავის მერობის კანდიდატი - პლატონ კალმახელიძე.

 

 

 


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016