reportiori.ge - სიურპრიზი ქართველ გოგონებს „კაზანტიპის“ რესპუბლიკის მთავრობისგან!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 20:06
სხვადასხვა
სიურპრიზი ქართველ გოგონებს „კაზანტიპის“ რესპუბლიკის მთავრობისგან!
25 მაისი, 2014. 21:14



რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ „კაზანტიპის“ ფესტივალზე ქართველი გოგონები უვიზოდ შევლენ. ინფორმაციაfacebook“-ის საკუთარ გვერდზე ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი სიგუამ გამოაქვეყნა.

 

ქართველი გოგონების საყურადღებოდ! დღეს, კაზანტიპის რესპუბლიკის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება გაგიუქმოთ სავიზო რეჟიმი და თქვენთვის ტერიტორიაზე შესვლა იქნება უფასო!“, -წერს სიგუა.

 

მანამდე, „კაზანტიპის“ რესპუბლიკის გადაწყვეტილებით, უვიზო რეჟიმით მხოლოდ უკრაინელი და ყირიმელი გოგონები სარგებლობდნენ.

 

„კაზანტიპი“ დამოუკიდებელი „მონარქიული რესპუბლიკაა“, რომელსაც ჰყავს მინისტრთა კაბინეტი, ასევე მონარქი, ამიტომ ფესტივალის ტერიტორიაზე შესვლა მხოლოდ მოქალაქის ნამდვილი ვიზით, ან შტრიხკოდიანი ყვითელი ჩემოდნის საშუალებითაა შესაძლებელი. ვიზა - ეს შტრიხ-კოდიანი პლასტიკური ბარათია ზონარზე, რომლის აღებაც საიტზევეა შესაძლებელი და მისი საფასური 200-250$-მდე ღირს. ყვითელი ჩემოდნის, ან ვიზის ტარება ფესტივალის ტერიტორიაზეც აუცილებელია, რადგან მის გარეშე შესაძლოა დაჯარიმდეთ, ან გამოგაგდონ.

 

20-დან 30 აგვისტომდე „კაზანტიპი“ ანაკლიის ტერიტორიაზე გაიმართება. როგორც ფესტივალის  ორგანიზატორები წერენ, ანაკლიაში ფესტივალის გამართვის მიზეზი მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო მიიღეს და ეს სახელმწიფო მოწყობისა და საკანონმდებლო ბაზის შეცვლამ განაპირობა.

 

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016