reportiori.ge - რუსი მეცნიერი ვულკანის მოსალოდნელ ამოფრქვევაზე იტყობინება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 05:30
რეგიონები
რუსი მეცნიერი ვულკანის მოსალოდნელ ამოფრქვევაზე იტყობინება
26 მაისი, 2014. 12:11


რა არის საქართველოში, დარიალის ხეობაში ჩამოწოლილი მეწყერის მიზეზები და არის თუ არა კატასტროფის გამეორების საფრთხე? ამის შესახებ გაზეთ ტრუდის" კორესპონდენტი გლაციოლოგიის დარგში რუს ავტორიტეტულ მეცნიერს, კოსმოსიდან დედამიწის დისტანციური ზონდირების ლაბორატორიის ხელმძღვანელს ლევ დესინოვს ესაუბრება (ინტერვიუ გაზეთში გამოქვეყნდა 23 მაისს).


სპეციალისტები სტიქიური უბედურების მიზეზებს დევდორაკის მყინვარის ფენების მოძრაობას უკავშირებენ, მაგრამ ლევ დენისოვი ამ თვალსაზრისს არ ეთანხმება. ჩემს ხელთ არსებული მასალები საფუძველს მაძლევს დავასკვნა, რომ ამ შემთხვევაში კატასტროფის მიზეზი გახდა ჯერ კიდევ მძინარე, მაგრამ თანდათანობით გააქტიურებული ყაზბეგის ვულკანი. კოსმოსიდან გადაღებულ ყაზბეგის მთის სურათზე, დაახლოებით 4 ათას 600 მეტრის სიმაღლეზე,  სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთაზე, ჩანს მთის ქანების კოლოსალური  ნაპრალი, რომელიც მდინარე თერგისკენაა მიმართული. დარწმუნებით გეუბნებით, რომ მთის ამ ფერდობის ზედაპირს ათას გრადუსამდე გავარვარებული მაგმა აწვება. ის თანდათან უახლოვდება ზედაპირს და არაა გამორიცხული, რომ უკვე რამდენიმე ასეული მეტრიღაა დარჩენილი. თუ მაგმა უფრო ახლოს მოაღწევს, დაიწყება ვულკანის ამოფრქვევა".


ლევ დენისოვის თქმით, მუდამ ცივი და ყინულით დაფარული მთის ქანების გაცხელების გამო ნაპრალი თანდათან ფართოვდებოდა და ამიტომაც მიწის უზარმაზარი ნაწილი ქვემოთ ჩამოშვავდა. გაჩნდა კოლოსალური ხვრელი, რომელიც ტრაპეციის ფორმისაა. აი, ამ ნახეთქიდან ამჟამად ფუმაროლური გაზების ძლიერი ნაკადი ამოდის. მოწყვეტილი მთის ქანები ქვემოთ ციცაბო კალთაზე დაეშვა, გზა და გზა დევდორაკის მყინვარის ნაწილებს იტაცებდა. ბოლოს კი რაც მოხდა, ეს უკვე დარიალის ხეობაში ვნახეთ", - აღნიშნა ლევ დენისოვმა.

 

მსგავსი სიტუაცია იყო 2002 წელს კოლკას მყინვარზეც, რომელიც დევდორაკიდან არცთუ ისე შორს მდებარეობს. სტიქიამ მაშინ 120 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. იქაც მთავარი მამოძრავებელი ძალა ვულკანური მოქმედების გააქტიურობა იყო.  რასაკვირველია, სიტუაციას მუდმივად ვაკონტროლებთ, ვთანამშრომლობთ ქართველ კოლეგებთან, თუმცა პოტენციური საფრთხე რჩება", - ამბობს რუსი მეცნიერი.

 

ამჟამად ვსარგებლობთ რუსეთის კოსმოსური თანამგზავრებით გადაღებული სურათებით, თუმცა ახალი სავარაუდო კატასტროფის გათვალისწინებით, აშშ-ის ეროვნულ კოსმოსურ სააგენტოსთან (NASA) მიღწეულია შეთანხმება გადაღება მოხდეს ამერიკული თანამგზავრებიდანაც. მართალია, უკრაინის გამო სანქციები გამოცხადდა, მაგრამ როცა საფრთხე დედამიწის მოსახლეობას ემუქრება, სხვა და სხვა ქვეყნების მეცნიერები ერთად მოქმედებენ", -აცხადებს მეცნიერი.


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016