რეგიონები
ქუთაისში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დაიწყო
ავტორი: ნათია ცუხიშვილი
26 მაისი, 2014. 12:30
ქუთაისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები დილიდან დაიწყო. ჩოხოსნები ბაგრატის ტაძართან შეიკრიბნენ და მონაწილეებთან ერთად დავით აღმაშენებლის მოედნისაკენ მსვლელობა დაიწყეს.
ფალიაშვილის ქუჩაზე, ადგილობრივმა მთავრობამ და ჩასულმა სტუმრებმა სამხედრო ტექნიკის გამოფენა დაათვალიერეს. პარალელურად ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში ქალაქის ისტორიული უბნებისა და წარსულის ამსახველი ფოტოგამოფენა გაიხსნა.
17:00 საათზე კი მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრში გალა კონცერტი გაიმართება.
21:00 საათზე სადღესასწაულო ღონისძიებები ჰიმნითა და ფოიერვერკებით დასრულდება.
13 თებერვალი, 2016. 11:35
12 თებერვალი, 2016. 13:21
28 იანვარი, 2016. 15:43
27 იანვარი, 2016. 16:40
26 იანვარი, 2016. 19:57
25 იანვარი, 2016. 14:25
19 იანვარი, 2016. 12:23
18 იანვარი, 2016. 11:59
17 იანვარი, 2016. 18:57