მომღერალი და ქართული „იქს ფაქტორის" ჟიურის ერთ-ერთი წევრი, სტეფანე, „პრაიმ თაიმთან ინტერვიუში პირად ცხოვრებას შეეხო:
სტეფანე: „ წელიწადზე მეტია თავისუფალი ვარ და პასუხისმგებლობა რომ არ მაქვს, ძალიან მომწონს. ისე მეშინია ახალი ურთიერთობის დაწყების, რომ შესაძლებელია დიდი ხანი არც არავინ მყავდეს. ძალიან კომფორტულად ვარ მარტო. ვაღიარებ, პასუხისმგებლობამ დამღალა.
მაიას პირადში არ ვერევი. თუ რაიმე სიახლე ექნება, ვუგულშემატკივრებ. კონკრეტულ პირად თემებზე არ ვსაუბრობთ, მაგრამ მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. ვიცი რომ ღიაა, ისევე როგორც-მე. რაიმე რომ იყოს, არ დავუმალავთ ერთმანეთს. დღეს ვიკინკლავეთ რაღაც ცხოვრებისეულ საკითხზე, თუმცა მაინც ვმეგობრობთ.
სერიოზული ურთიერთობისკენ არ მივილტვი. სად ხარ ამდენი ხანი? რას შვები? რატომ არ მომწერე?- არ მინდა. „
სტეფანე და მაია დარსმელიძე ერთმანეთს ცოტა ხნის წინ დაშორდნენ. მათ ერთი შვილი, გოგონა, სტეფანია ჰყავთ.