ლეონიდ თიბილოვის განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ შეაფასა. ფანჯიკიძის განმარტებით, საქართველოს ხელისუფლებისთვის მთავარია ის პოზიცია, რომელიც დღესდღეობით საერთაშორისო თანამეგობრობას აქვს. საერთაშორისო თანამეგობრობა კი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს.
„ეს იყო მოსალოდნელი ხუთი წლის თავთან დაკავშირებით, რომ ისინი კიდევ გააკეთებდნენ განცხადებებს. საერთაშორისო თანამეგობრობა არ აღიარებს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობას. საერთაშორისო თანამეგობრობა აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტეს იმ ფარგლებში, რომელიც დადგენილია საერთაშორისო სტანდარტების მიმართ. ეს არის მსოფლიოს პოზიცია, ეს არის საინტერესო და არა ის, თუ რას აცხადებენ სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლები."- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.