"რეპორტიორის" თვალით...
დავით ნარმანიამ ქართველი გმირების მემორიალი ყვავილებით შეამკო
ავტორი: ალა გრიგალაშვილი
26 მაისი, 2014. 18:26
კოალიცია „ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ და ავჭალის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კობა კობალაძემ გლდანში, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს. მათ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად პატივი მიაგეს გარდაცვილი გმირების ხსოვნას.
ამასთან, მერობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა გლდანელებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს. მერობის კანდიდატი მოსახლეობას მოახლოებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზეც ესაუბრა და მხარდაჭერისკენ მოუწოდა. თავის მხრივ, ამომრჩევლებმა მერობის კანდიდატს არჩევნებში მხარდაჭერა აღუთქვეს.
18 იანვარი, 2016. 18:04
19 დეკემბერი, 2015. 20:49
18 დეკემბერი, 2015. 19:46
15 დეკემბერი, 2015. 23:50
25 ნოემბერი, 2015. 18:36
22 ნოემბერი, 2015. 15:24