23 მაისს "ბრავო რექორდსმა" და ზაზა შენგელიამ "შერატონ მეტეხი პალასში" საქართველოში პირველი, სრულიად ახალი და ნოვატორული პროექტის, ლიცენზირებული მუსიკისა და მუსიკალური პროდუქტების ვებ გვერდის - BRAVISSIMO.GE -ს პრეზენტაცია გააკეთეს. ვებ გვერდზე ცნობილი ქართველი მუსიკოსების პირადი ნივთებიც გაიყიდება. სურვილია, რომ ლელა წურწუმიას ნივთიც გაიყიდოს, თუმცა ჯერჯერობით მომღერალს ამაზე ვერ იყოლიებენ.
PrimeTimeNews კახა მამულაშვილს ესაუბრა:
მამულიჩა: მთხოვეს ლელას ნივთი, მაგრამ არ იძლევა, უნდა მოვპარო ფეხსაცმელი და წავიღო.
- ან სათვალე.
- არა, სათვალეზე დამხვრეტს. რასაც შეიძენს, ყველაფერი ახსოვს - სად და როგორ დევს. ვგიჟდები ხოლმე. კაბაა თუ ფეხსაცმელი, სულ წმენდს, ალაგებს. არ არსებობს რამე მიავიწყდეს. მოკლედ, ლელა თავისი ნივთის დათმობის უარზეა. მაგრამ საბოლოო ჯამში დათმობა მოუწევს. მე ხომ არ ვეუბნები, მამულიჩა დათმე-მეთქი. ან ფეხსაცმელი, ან რაიმე აქსესუარი...
- წამყვანის ამპლუაში მოგწონს?
- გარეგნობით მაგრად მომეწონა. კარგ ფორმაშია.
- დიეტაზეა?
- ძალიან ცოტას იკვებება და ვარჯიშობს.
წყარო: PrimeTimeNews