reportiori.ge - ლევან ჯავახიშვილის შეყვარებული „ორ ვარსკვლავში“ გაცემულ საჩუქრებს დასცინის
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 21:01
ყვითელი
ლევან ჯავახიშვილის შეყვარებული „ორ ვარსკვლავში“ გაცემულ საჩუქრებს დასცინის
27 მაისი, 2014. 14:05



26 მაისს ''ორი ვარსკვლავის'' პირველი სეზონი დამთავრდა. კრიტიკის ქარცეცხლში გატარებული პროექტის გამარჯვებული ირინა ონაშვილი გახდა, რომელსაც საჩუქრად ავტომობილი გადაეცა. სოციალურ ქსელში კრიტიკა არც ფინალს მოჰკლებია. სამივე ფინალისტს საჩუქრად სახის მოვლის საშუალებები გადაეცა.

 

მესამე ადგილი მოიპოვა გოგოლა კალანდაძემ, რომელსაც მეორე პოზიციის მფლობელზე, ლევან ჯავახიშვილზე  მეტად გაუმართლა. პროექტის ერთ-ერთმა სპონსორმა 10 ათასი ლარი გადასცა.

 

მეორე ადგილზე გასულ ლევან ჯავახიშვილს გამარჯვებას ბევრი უწინასწარმეტყველებდა. მისი მეწყვილე ნინი წიკლაური ფინალის დაწყებამდე ''ფეისბუქზე'' წერდა: ''თუ ვინმე ჩვენზე უკეთ იმღერებს, დე, მოიგოს, მაგრამ არ მგონია...''

 

მოლოდინი დიდი იყო, მაგრამ როდესაც გამარჯვებული გამოცხადდა, ლევანმა გულთბილად მიულოცა ირინა ონაშვილს. ტელეწამყვანი რომ იმედგაცრუებული დარჩა, ეს მისი შეყვარებულის ''ფეისბუქის'' სტატუსიდან გამოჩნდა.

 

მარიკუნა ოშხნელი სიცილით წერდა, სახის მოვლის საშუალებებიც არ არის ცუდიო. მეგობრები კომენტარებს აკეთებდნენ, რომ ასეთი უმნიშვნელო საჩუქარი მეორე ადგილის მფლობელისთვის იყო სირცხვილი და მარიკუნაც მათ ეთანხმებოდა.

 

''აღშფოთების ხარისხი კიდევ არ გამინელდა, სახის მოვლის საშუალებებია თემა, თორემ ღირსეულ დამარცხებას არა უშავს''-წერდა ლევანის და მარიკუნას მეგობარი, ჟურნალისტი ნინო თოლორდავა.

 

 

 

წყარო: რეიტინგი

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016