reportiori.ge - შეწყალების კომისიამ დადებითი რეკომენდაცია 217 პატიმარზე გასცა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 12:47
სამართალი
შეწყალების კომისიამ დადებითი რეკომენდაცია 217 პატიმარზე გასცა
ავტორი:
24 აგვისტო, 2013. 11:32

შეწყალების კომისიამ გუშინდელ სხდომაზე 500 პატიმრის საქმე განიხილა და დადებითი რეკომენდაცია 217-ზე გასცა, მათგან 167 პატიმარი სასჯელისგან სრულად გათავისუფლდება, 47-ს სასჯელი გაუნახევრდება, ხოლო 3-ს სასჯელის ვადა შეუმცირდება.

 

დადებითი რეკომენდაცია გაიცა 13 ქალზე, მათგან საპატიმროდან გათავისუფლდება 7, ხოლო სასჯელი გაუნახევრდება 6 ქალს. საპატიმროდან ასევე გათავისუფლდება სამი არასრულწლოვანი, ერთს კი სასჯელი გაუნახევრდება. შეწყალებული პატიმრები სასჯელაღსრულების დაწესებულებებს 27-28 აგვისტოსთვის დატოვებენ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში შეწყალების კომისიის სხდომა დაახლოებით ცხრა საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და გვიან ღამით დასრულდა. კომისიაში 1200-ზე მეტი განცხადება იყო შესული, თუმცა, პატიმართა განცხადებების დიდ ნაწილს უარი იმ მოტივით ეთქვა, რომ მათ სასჯელის ნახევარი მოხდილი არ ჰქონდათ. კომისიის რეკომენდაციები პრეზიდენტს გადაეცემა. შეწყალებული პატიმრები სასჯელაღსრულების დაწესებულებებს 27-28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულისთვის დატოვებენ. ამასთან, პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ პატიმრებს გათავისუფლების შემდეგ, შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოცემული ინდივიდუალური აქტით, რომლის მიხედვითაც, მსურველებს ნასამრთლეობა და პირობითი მსჯავრი უუქმდებათ.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016