reportiori.ge - პრემიერმა და ვიცე-პრემიერმა სოფელ ბევრეთში პირველი ელექტრონათურა სიმბოლურად აანთეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 05:42
რეგიონები
პრემიერმა და ვიცე-პრემიერმა სოფელ ბევრეთში პირველი ელექტრონათურა სიმბოლურად აანთეს
27 მაისი, 2014. 16:11



მცხეთა-მთიანეთის რეგიონის სოფელ ბევრეთის მოსახლეობას, პირველად, დღეიდან ელექტროენერგია მიეწოდება. სოფელს, რომელსაც ელექტროენერგია არასოდეს ჰქონია, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი სტუმრობდა.

 

როგორც „რეპორტიორს“ პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, ირაკლი ღარიბაშვილმა ზაურ ახვლედიანის ოჯახში სიმბოლურად, ელექტრონათურა თავად აანთო.

 

როგორც მთავრობის მეთაურმა სოფლის მოსახლეობასთან საუბრისას განაცხადა, უახლოეს მომავალში საქართველოში აღარ იარსებებს დასახლებული პუნქტი, რომელსაც ელექტროენერგია არ მიეწოდება.

 

ირაკლი ღარიბაშვილმა სინანულით აღნიშნა, რომ სოფელში, უშუქობის გამო, იქ რეგისტრირებული რამდენიმე ათეული მოსახლის ნაცვლად, მხოლოდ ექვსი ოჯახი ცხოვრობდა.

 

პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ აუცილებელი ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფით, როგორიცაა ელექტროენერგია, გზა, წყალი და ბუნებრივი აირი, ადამიანები მშობლიურ სოფლებს ისევ დაუბრუნდებიან.

 

სოფელ ბევრეთის ელექტრიფიცირება სამთავრობო პროექტის - "სინათლე ყველა სოფელს" ფარგლებში განხორციელდა. ბევრეთში 52 ოჯახი ცხოვრობს, რომლებსაც ელექტროენერგია არასოდეს მიეწოდებოდათ. ელექტროენერგია მიეწოდება ასევე სოფელში მდებარე წმინდა თეკლას სახელობის დედათა მონასტერს. აშენდა 6 კმ სიგრძის 10 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი, დამონტაჟდა 10/0.4კვ სატრანსფორმატორო პუნქტი. აშენდა 2,8 კმ სიგრძის გამანაწილებელი ქსელი და განხორციელდა ინდივიდუალური გამრიცხველიანება. სამუშაოებზე, რომელიც კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიამ" შეასრულა, 233 000 ლარი დაიხარჯა.

 

 

როგორც ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ პრემიერს განუმარტა, 2013 წლის მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით, 28 უშუქო სოფელი არსებობდა, რომელთაგან რვას ელექტროენერგია უკვე მიეწოდება. უშუქო სოფლების ელექტრიფიცირება 2015 წლის ბოლოს დასრულდება.


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016