reportiori.ge - ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვა დიასპორის დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 18:52
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვა დიასპორის დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე
ავტორი:
27 მაისი, 2014. 16:13



ძვირფასო მეგობრებო,

პატივცემულო სტუმრებო,

 

პირველ რიგში, მე მინდა ყველას მოგილოცოთ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღე და ქართული დიასპორის დღე, რომელიც დამოუკიდებლობის დღეს მოსდევს და უკვე ტრადიციულად აღინიშნება.

მე მინდა მივესალმო საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს. ამ დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატავთ პატივისცემასა და სიყვარულს მათ მიმართ, ვინც საქართველოდან შორს ცხოვრობს, მაგრამ სამშობლოს განუყოფელი ნაწილია.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქართული დიასპორის ცხოვრება და მათთან მჭიდრო ურთიერთობების დამყარება. ისინი ყოველთვის უნდა გრძნობდნენ, რომ მათ აქვთ სახელმწიფოს მხარდაჭერა და რომ სახელმწიფო მათზე ზრუნავს. ჩვენი ხელისუფლება სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს და ჩვენ ამისთვის ბევრს ვაკეთებთ. ვიცი, რომ ეს საკმარისი არ არის, მაგრამ ჩვენ ყოველ დღე ვცდილობთ გავააქტიუროთ მუშაობა

 

ჩვენ შევქმენით დიასპორის მიმართ ახალი სტრატეგია. მეტი კომუნიკაციის მიზნით, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, შეიქმნა თანამემამულეთა გლობალური ქსელი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია დიასპორის შესახებ ზუსტი მონაცემების უფრო ეფექტიანად შეგროვება.  

ასევე, ამავე ქსელის ფარგლებში შეიქმნა ონლაინსკოლა. ჩვენს თანამემამულეებსმიეცემათ საშუალება ონლაინრეჟიმის გაკვეთილებით შეისწავლონ ქართული ენა და ლიტერატურა, საქართველოს ისტორია, გეოგრაფია, ეთნოგრაფია. ამით ჩვენ კიდევ ერთხელ,კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით ქართულ დიასპორაში ეროვნული თვითშეგნებისა და მშობლიური ენის შენარჩუნებისათვის.

ჩვენ გავაგრძელებთ საზღვარგარეთ არსებული დიასპორული ორგანიზაციების დახმარებასუკვე აღინიშნა ბატონი კოტეს გამოსვლაში,რომ ამ მიზნით ჩვენ გასულ წელს გამოვყავით შესაბამისი სახსრები. განხორციელდა  სხვადასხვა პროექტი. მათ შორის მე აღვნიშნავ ერთერთ პროექტს – „ქართველი ექიმები თანამემამულეთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის“. ამ პროექტის ფარგლებში საბერძნეთში, ქალაქ ათენში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, სრულიად უანგაროდ, საქართველოდან ჩასულმა ექიმების ჯგუფმა უფასო გამოკვლევები ჩაუტარა.  ამით ჩვენ ვაჩვენებთ, რომ ჩვენ გვსურს მათზე ზრუნვა.

ასევე, საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების ეროვნული თვითშეგნების შენარჩუნებაში უდიდეს როლს ასრულებს საქართველოს ეკლესია. მე მინდა განსაკუთრებულად გამოვყო და აღვნიშნო მათი როლი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიებს  საზღვარგარეთ  74 ქართული სამრევლო აქვთსაქართველოს ეკლესია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერა უცხოეთში, სადაც ქართული დიასპორა ყველაზე ძლიერად გრძნობს საკუთარ ფესვებს, საკუთარ ისტორიას.

დიასპორა წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის უდიდეს პოტენციალს.უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს საკუთარი უნარებისბიზნესისა თუ საჯარო სფეროში საუკეთესო გამოცდილების გაზიარებითა და გამოყენებით შეუძლიათ თავიანთი წვლილი შეიტანონ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში.

სწორედ ამიტომ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ინტელექტუალური და ფინანსური რესურსის მოზიდვა და, რაც მთავარია, ჩვენი მოქალაქეების დაბრუნება სამშობლოში. მე მესმის, რომ ამისთვის ყველა პირობა უნდა შეიქმნას, რომ მათ ისევე კომფორტულად იგრძნონ თავი საკუთარ სახლში. ამიტომ მე მინდა, აქვე ვისარგებლო შემთხვევით და  დავავალო მთავრობის ეკონომიკურ გუნდს, დაუყოვნებლივ დაიწყონ ფიქრი და მუშაობა ჩემს ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში ქართული დიასპორისთვის  ინვესტიციების კუთხით ფინანსური შეღავათების შემოღებას გულისხმობს. ამასთან დაკავშირებით დეტალურად მოგახსენებთ უახლოეს პერიოდში, მას შემდეგ, რაც ჩვენი ეკონომიკური გუნდი წარმოადგენს თავის მოსაზრებებს.  

 

ძვირფასო მეგობრებო!

ჩვენ მიზანია ქვეყანაში გვყავდეს რაც შეიძლება მეტი განათლებული, მაღალი კვალიფიკაციის მქონე ადამიანი.  საზღვარგარეთ ახალგაზრდული ორგანიზაციების ჩამოყალიბებით ჩვენ ხელს შევუწყობთ წამყვან დემოკრატიულ ქვეყნებში შეძენილი ცოდნის გამოყენებას ჩვენს სახელმწიფოში, სამშობლოში. ქართველ სტუდენტებს, რომლებიც უცხოეთში სწავლობენ, ჩვენ ხელს შევუწყობთ იმაში, რომ მათ სტაჟირება გაიარონ საქართველოს სახელმწიფო უწყებებში, რათა კარგად დაინახონ ჩვენი ქვეყნის საჭიროებები და, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, უცხოეთში მიღებული ცოდნა  საკუთარ სამშობლოს მოახმარონ; ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი, რათა მათ მიეცეთ საშუალება, რომ საკუთარი რესურსები მაქსიმალურად გამოიყენონ და მოახმარონ საკუთარ ქვეყანას.

დაბოლოს, მე მინდა დავასრულო იმით, რომ ჩვენი - ყველას ოცნებააუცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები მალე დაბრუნდნენ ისეთ სამშობლოში, როგორიც ჩვენ ყველას წარმოგვიდგენია, რომელზეც ვოცნებობთ ჩვენ ყველანი ერთად.

კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს, ვულოცავ ჩვენს დიასპორას და ყველაზე დიდი ოცნების ასრულებას ვუსურვებ - ეს არის ჩვენი ქვეყნის გამთლიანება და გაძლიერება, თანამედროვე ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება.

 

კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა.

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი 
ირაკლი ღარიბაშვილი

 

 


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016