პროექტ „ორი ვარსკვლავის“ მაყურებელი ლევან ჯავახიშვილის და ნინი წიკლაურის გამარჯვებას ვარაუდობდა, თუმცა ყველაფერი ყოველთვის ისე არ ხდება, როგორც მოიაზრება. ნინი წიკლაურმა გუშინ ღამე სოციალურ ქსელში გულდაწყვეტილი კომენტარი გამოაქვეყნა: "თუ ჩვენზე მაგრად იმღერებს ვინმე, დაე მოიგოს, მაგრამ არა მგონია".. ამის შემდეგ პირველ კომენტარს ლევან ჯავახიშვილი PrimeTimeNews-თან აკეთებს.
ლევან ჯავახიშვილი: "პირველ რიგში ვულოცავ ირინას და გიორგის გამარჯვებას. ყველაფერი ისე მოხდა ალბათ, როგორც უნდა მომხდარიყო, რადგან გამარჯვეულის ვინაობას ესემესები წყვეტს. ძალიან ბევრი იშრომეს ირინამ და გიორგიმ და შესაბამისად დაიმსახურეს ეს გამარჯვება. გული არ მწყდება, მე ვთვლი, რომ ამ პროექტმა ძალიან ბევრი რამ მომცა, იმას ვგულისხმობ, რომ ძალიან ბევრი კარგი მეგობარი შევიძინე. ასე რომ, მეგობრობა გზად და ხიდად და რაც მთვარია, ჩემი ნინი წიკლაური გავიცანი, ასეთი მომღერალი მე ძალიან იშვიათად თუ მინახავს".
პროექტი „ორი ვარსკვლავი“ ირინა ონაშვილმა მოიგო. ლევან ჯავახიშვილი მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო გოგოლა კალანდაძე-მესამე ადგილზე.