reportiori.ge - შსს-მ დიდი ოდენობით „ბიომარიხუანა“ ამოიღო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 12:30
სამართალი
შსს-მ დიდი ოდენობით „ბიომარიხუანა“ ამოიღო
ავტორი:
24 აგვისტო, 2013. 11:49

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1960 წელს დაბადებული უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე ანატოლი ს. და თბილისში მცხოვრები, წარსულში ნასამართლევი, 1957 წელს დაბადებული ალექსანდრე კ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.


სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი, ავტომანქანის და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას 122 პატარა და 1 დიდ შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება - ნედლი მცენარეული მასა ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით, სულ ამოღებულია 226 გრამი ნარკოტიკული საშუალება ე. წ. ,,ბიომარიხუანა". გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა აღნიშნული ნარკოტიკი სომხეთის რესპუბლიკიდან შემოიტანეს.

ნარკოლოგიური შემოწმებით ორივე ბრალდებულს ,,ბიომარიხუანა"-ს მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და „ბ" ქვეპუნქტებით).


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016