reportiori.ge - საპატრულო პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა–შენახვაზე აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 06:50
სამართალი
საპატრულო პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა–შენახვაზე აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავა
ავტორი:
24 აგვისტო, 2013. 11:54

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1987 წელს დაბადებული აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე სულეიმან ა. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე დააკავეს.

საპატრულო ეკიპაჟმა თბილისში, ზემო ფონიჭალის საავტომობილო გზაზე საგზაო-სატრანსპორტო მოძრაობის წესების დარღვევისთვის „ბე-ემ-ვე"-ს მარკის ავტომანქანა გააჩერა. სამართალდამცველებმა ერთ-ერთი მგზავრის, სულეიმან ა-ს ქცევა საეჭვოდ მიიჩნიეს და მოქმედი კანონის შესაბამისად მას ავტომანქანიდან გადმოსვლა სთხოვეს. მისი პირადი ჩხრეკისას „მაკაროვი"-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, 1 მჭიდი და 7 საბრძოლო ვაზნა, ხოლო ავტომანქანის საბარგულიდან ამავე იარაღის 8 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით).


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016