reportiori.ge - ირაკლი ღარიბაშვილმა მცხეთის კულტურის სახლის მშენებლობა დაათვალიერა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 06:46
რეგიონები
ირაკლი ღარიბაშვილმა მცხეთის კულტურის სახლის მშენებლობა დაათვალიერა
27 მაისი, 2014. 20:11



მუზეუმის შენობა, რომელიც ქალაქ-მუზეუმ მცხეთას გააჩნდა, წინა ხელისუფლებამ გაყიდა და ექსპონატები სავალალო მდგომარეობაშია დარჩენილი,- აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუდნაძემ.

 

დღეს პრემიერ-მინისტრმა მცხეთის კულტურის სახლის მშენებლობა დაათვალიერა და საგურამოს მრავალფუნქციური გასართობ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის პროექტის პრეზენტაციას დაესწრო.

 

მცხეთის კულტურის სახლის მშენებლობის პირველი ეტაპი წლის ბოლომდე დასრულდება. პროექტი, რომლის ღირებულებაც 1 169 000 ლარს შეადგენს, ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება.

 

 

რაც შეეხება საგურამოს გასართობ-გამაჯანსაღებელი კომპლექსს, იგი 4 წელიწადში დასრულდება და 35-მდე ადამიანს დაასაქმებს. პროექტის ღირებულება 4 210 ათასი ლარია და ის, კომპლექსის მშენებლობასთან ერთად მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობასაც ითვალისწინებს.


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016