რეგიონები
ედუარდ კოკოითი: მშვიდობის სახელით, მზად ვარ, აფხაზეთის პრეზიდენტს და ოპოზიციას შორის შუამავლის როლი შევასრულო
ავტორი: ნათია ცუხიშვილი
28 მაისი, 2014. 12:30
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის განცხადებით, რაც სოხუმში ხდება, აფხაზეთის შიდა საქმეა.
„რა თქმა უნდა, რაც ხდება ჩემი მოძმე რესპუბლიკის შიდა საქმეა, თუმცა მშვიდობის სახელით, მზად ვარ, აფხაზეთის პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებისთვის შუამავლის როლი შევასრულო", - განაცხადა ედუარდ კოკოითმა.
აფხაზური ოპოზიცია ალექსანდრე ანქვაბის გადადგომას მოითხოვს. მომიტინგეებმა წუხელ „პრეზიდენტის ადმინისტრაცია" და „სახელმწიფო ტელევიზია" დაიკავეს და ამ დრომდე იქ რჩებიან. დე ფაქტო პრეზიდენტი მათი მოთხოვნების ნაწილს დათანხმდა, თუმცა ოპოზიცია უკან დახევას არ აპირებს.
13 თებერვალი, 2016. 11:35
12 თებერვალი, 2016. 13:21
28 იანვარი, 2016. 15:43
27 იანვარი, 2016. 16:40
26 იანვარი, 2016. 19:57
25 იანვარი, 2016. 14:25
19 იანვარი, 2016. 12:23
18 იანვარი, 2016. 11:59
17 იანვარი, 2016. 18:57