თბილისის საქალაქო სასამართლოში „ციხის ბუნტის“ საქმის განხილვა მიმდინარეობს. ბაჩო ახალაიას ადვოკატებმა მოსამართლე დავით ჯუღელს პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობა მოითხოვეს. მათი განმარტებით, საქმის წარმოების დროს პროკურატურამ პროცესუალური ნორმები დაარღვია. მტკიცებულებების შეგროვებისა და გაცვლის დროს, დაცვის მხარეს დოკუმენტაციის ნაწილი არ გადაეცა. შეგახსნებთ, რომ ბაჩო ახალიას "ციხის ბუნტის" საქმეზე ბრალი 2013 წლის 1 მარტს წაუყენეს, საქმის მასალებში კი მითითებულია, რომ ბაჩანა ახალაიამ 2006 წლის გაზაფხულზე გადაწყვიტა გაექარწყლებინა მის მიერ ნასვამ მდგომარეობაში პატიმრების ცემის და დამცირების თაობაზე მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ხმები. მან შეიმუშავა გეგმა, რომლის მიხედვიტაც პატიმრებს ჩუმად უნდა ეწარმოებინათ ვიდეო გადაღებები და ერთმანეთი ფიზიკური ზიანის მიყენებაში დაედანაშაულებინათ. მას შემდეგ რაც პატიმრებმა ბაჩო ახალაიას დახმარებაზე უარი უთხრეს, სასჯელაღსრულების თანამშრომლებმა ისინი სასტიკად სცემეს და სამაგალითოდ დასაჯეს. სწორედ ამ ფაქტს მოყვა ციხის ბუნტი.