„ბლაუგრანას" ხელმძღვანელობა ჩილეს ნაკრების ფორვარდის გაყიდვას არ აპირებს. ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი ითქვა ალექსის სანჩესის სხვა კლუბში გადასვლასთან დაკავშირებით. თავად კატალონიელთა თქმით, გუნდში საგრძნობი ცვლილებები იგეგმება და კლუბს ბევრი ფეხბურთელი დატოვებს. მედია-გამომცემლობები სანჩესის მომავალ კლუბად ტურინის „იუვენტუსს" მოიაზრებდნენ, თუმცა როგორც ჩანს ჩილელი „ბარსაში" დარჩება.
„სანჩესი არ იყიდება! ალექსისს „ბარსელონასთან" კონტრაქტი აკავშირებს. იგი ჩვენი კოლექტივის მნიშვნელოვანი ნაწილია და არ ვაპირებთ სანჩესის სხვა კლუბში გაშვებას", - განაცხადა „ბლაუგრანას" პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბარტომეუმ.
მიმდინარე სეზონში 25 წლის ჩილელმა კატალონიელთა რიგებში, პრიმერადივიზიონის 34 მატჩი ჩაატარა და 19-ჯერ შეძლო მეტოქის კარის აღება. შეგახსენებთ, რომ 2011 წელს „ბარსამ" ალექსისის სანაცვლოდ „უდინეზეს" დაახლოებით 35 მილიონი ევრო გადაუხადა.