პოპულარულმა და ახალი თაობისთვის საყვარელმა მსახიობმა, გიორგი ვარდოსანიძემ ჟურნალ „სარკესთან" ინტერვიუში გულწრფელად ისაუბრა ბავშვობის რთულ მოგონებებზე:
გიორგი ვარდოსანიძე: „ჩემი ბავშვობა პატარ-პატარა ტრაგედიებივით მახსოვს. მუდმივად ნაგავში ვიქექებოდი, ტურტლიანი ბავშვობა მქონდა. დილით ვდგებოდი და ეზოში ბოთლებს ვიპარავდი. მაშინ 6 წლის ვიყავი. ამ ბოთლებს მე და ჩემი მეგობრები ვაბარებდით. მერე ამ ფულს ვიყოფდით. 4 ლარს თუ გადაგვიხდიდნენ, ზოგჯერ 50 თეთრი მხვდებოდა. როცა ვატყობდი, რომ სახლში არაფერი გვქონდა, იმ ფულით პური ამქონდა...
სწორედ ამ რთული პერიოდების დამსახურებაა, რომ დღეს ბევრი რამ ადვილად გადამაქვს. 170 000 ლარი მაქვს ვალი და მეღადავებიან, ღამე როგორ გძინავსო. გაჭირვების ფასიც ვიცი, მუშაობის ფასიც, ვიცი რა შემიძლია და იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება."
გიორგი ვარდოსანიძე მოცეკვავე სალომე ჭაჭუას მეუღლეა.
წყარო: „სარკე"