ვალონ ბეჰრამის გადმობირება ერთდროულად „ტოტენჰემს", „ინტერსა" და დორტმუნდის „ბორუსიას" სურს. ნეაპოლელები მზად არიან დაემშვიდობონ ნახევარმცველს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის სანაცვლოდ სოლიდურ თანხას მიიღებენ. იტალიური პრესა ტრანსფერის ღირებულებად 20 მილიონ ევროს ვარაუდობს.
თავად 29 წლის ნახევარმცველმა, საუბრისას არ დამალა „ინტერში" გადასვლის სურვილი. ამასთანავე, ავტორიტეტული გამომცემლობა Corriere dello Sport ამტკიცებს, რომ შვეიცარიელმა უკვე მოაწერა ხელი ლურჯ-შავებთან კონტრაქტს.
„ინტერის" სამწვრთნელო ბაზა, შვეიცარიაში ჩემი საცხოვრებელი ქალაქის ახლოსაა. აქ კომფორტულად ვგრძნობ თავს და მუდმივად ცხოვრებაზეც არ ვიტყოდი უარს", - განაცხადა ბერამიმ.
აქვე აღვნიშნავთ, რომ ვანოლ ბერამის ამჟამინდელი კონტრაქტის თანახმად, იგი „ნაპოლის" 2017 წლამდე ეკუთვნის.