მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი ბიჭის, პატარა დანიელის დედაა. საყვარელი მამაკაცის, კალათბურთელი ირაკლი კეიდიას გვერდით კი თავს მშვიდად და ბედნიერად გრძნობს. მსახიობი ჟურნალ „ სარკესთან" ინტერვიუში ოჯახის შესახებ საუბრობს:
„__ ხშირად სვამენ კითხვას, ნანკა და ირაკლი თავიანთ ქორწინებას რატომ არ აკანონებენო...
_ ეს კითხვა ძალიან მაღიზიანებს. რას ნიშნავს ქორწინების დაკანონება?
__ ხელმოწერას, ჯვრისწერას.
_ კი, შინაარსს ვხვდები, უბრალოდ ამის საჭიროებას ვერ ვხედავ, ასეც ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. ამას წინათ დამირეკეს და მითხრეს, გავიგეთ , ჯვარი დაიწერეთო. მეორე დღეს დამირეკეს, გავიგეთ ერთმანეთს დაშორდითო. როგორ შეიძლება ქალაქში ორი ურთიერთგამომრიცხავი ამბავი ვრცელდებოდეს?! გეგმაშიც არ გვაქვს ქორწინება. ჩვენ გვაქვს ოჯახი! არასდროს მქონია სურვილი ქორწილის, თეთრი კაბის ჩაცმის. ქორწილებში არასდროს დავდივარ, რადგან არ მიყვარს. ჟურნალისტები მეკითხებიან, როდის ვგეგმავ ქორწილს, ჩვენ კი ერთმანეთისთვის ეს წინადადება არასდროს შეგვითავაზებია. „
ნანკას და კედოს მეხუთე წელია ოჯახი აქვთ. მსახიობი ამ ეტაპზე პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავების" ერთ-ერთი წამყვანია.
წყარო: „სარკე"