„ინტერის" ვეტერანი ხავიერ ძანეტი ფეხბურთელის კარიერას ასრულებს. მისი თქმით, ახლა მიმდინარეობს კლუბის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები იმის თაობაზე, თუ რა თანამდებობას დაიკავებს არგენტინელი მომავალში.
რა საქმიანობას მოჰკიდებს ხელს ძანეტი, ჯერჯერობით უცნობია. თავად ყოფილი ფეხბურთელის თქმით, ყველაფერი ივლისში გაირკვევა.
„ტოჰირთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, რათა ჩემთვის სათანადო თანამდებობა ვიპოვოთ. ვფიქრობ, რომ ივლისის დასაწყისში მეცოდინება, თუ რას გავაკეთებ მომავალში.
კარიერის დასრულების გადაწყვეტილება სრულიად საფუძვლიანი იყო. არაფერს ვნანობ, რადგან აქ დიდი პატივისცემა მოვიპოვე, რაც ძალიან ბევრს ნიშნავს", - განაცხადა ძანეტიმ.
არგენტინელმა „ინტერის" მაისურით 600-ზე მეტი ჩეხვედრა ჩაატარა. ამასთანავე, არგენტინის ნაკრებში მისი გამართული შეხვედრები რეკორდულია - 145 მატჩი.