reportiori.ge - „ლიბერთი ბანკს“ პროკურატურაში უჩივიან
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 07:06
სამართალი
„ლიბერთი ბანკს“ პროკურატურაში უჩივიან
ავტორი:
24 აგვისტო, 2013. 13:43

 „საქაგრომრეწვ ბანკის" აქციონერ ღვთისო გოგინაშვილს, რომლის ინტერესებს „უფლებამცველთა გაერთიანება" იცავს, „ლიბერთი ბანკის" წინააღმდეგ პროკურატურაში საჩივარი შეაქვს.

 

სიღნაღელმა ფერმერმა აქციების შესყიდვის მიზნით, ბანკში თანხის შეტანა 1992 წელს დაიწყო და საბოლოო ჯამში 100 000 საბჭოთა მანეთი და 1 600 000 კუპონი შეადგინა. „საქაგრომრეწვ ბანკის" სამართალმემკვიდრე „სახალხო ბანკი" გახდა, რომელიც შემდეგ „ლიბერთი ბანკად" გარდაიქმნა. სამართალმემკვიდრის ცვლილების შემდეგ, გოგინაშვილი საკუთარი აქციების დაბრუნებას „ლიბერთი ბანკისგან" ითხოვს. თუმცა ბანკის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ის ბანკის აქციონერთა სიაში არ არის რეგისტრირებული.

 

„აღნიშნული თანხა რომ ბანკში შეტანილია, ამის დამადასტურებელი მოწმობები ხელთ გვაქვს. გვაქვს აგრეთვე ბანკის იმჟამინდელი ხელმძღვანელობის მიერ ნოტარიულად დადასტურებული ხელმოწერები, სადაც აფიქსირებენ, რომ აღნიშნული პიროვნება ბანკის აქციონერია, თუმცა, გოგინაშვილს იმით შეუქმნეს პრობლემა, რომ არ მისცეს აქციონერობის დამადასტურებელი შესაბამისი სერთიფიკატი. ჩვენ ყველა ღონე ვიხმარეთ ამ პრობლემის გადასაჭრელად. მივმართეთ ბანკის იურიდიულ სამსახურს, არ გვინდოდა პროკურატურაში შეგვეტანა საჩივარი, მაგრამ სხვა გზა არ დაგვიტოვეს. ფაქტია, დოკუმენტალურად ყველა მტკიცებულება არსებობს. გვაქვს „ეროვნული ბანკის" მიერ გაცემული დოკუმენტი, სადაც დადასტურებულია, რომ „საქაგრომრეწვ ბანკის" სამართალმემკვიდრეა „ლიბერთი ბანკი". გამოდის, პროკურატურამ უნდა გაარკვიოს ყველაფერი, რადგან როგორც ჩანს, გოგინაშვილის მიერ ბანკში შეტანილი თანხა განიავებულია. პროკურატურას ძალიან ბევრი მტკიცებულება აქვს და ბევრი სამუშაო არ მოუწევთ სიმართლის დასადგენად. გვაქვს ინფორმაცია, რომ ანალოგიურ საკითხზე „ლიბერთი ბანკის" მხრიდან დაზარალებულები სხვა ადამიანებიც არიან და ისინიც აპირებენ პროკურატურას მიმართონ", - აცხადებს „უფლებამცველთა გაერთიანების" ხელმძღვანელი ნიკოლოზ მჟავანაძე. აქციონერის მეუღლე, მანანა გოგინაშვილი ამბობს, რომ თანხა „საქაგრომრეწვ ბანკში" შეჰქონდა. 1996 წლიდან კი  როდესაც სერთიფიკატების გაცემა დაიწყო, სიაში არ აღმოჩნდნენ.

 

„სერთიფიკატები სხვებმა მიიღეს, ჩვენს სახელზე რომ არ მოვიდა, მივაკითხეთ „სახალხო ბანკს", რადგან  „საქაგრომრეწვის" მემკვდრე იყო. ადრეც ვაპირბდით პროკურატურისთვის მიგვემართა, მაგრამ ბანკის მმართველი ჩვენზე ზეწოლას ახორციელებდა, სიტყვიერად გვემუქრებოდა და ამიტომ გავჩერდით. „ლიბერთი ბანკსაც" მივაკითხეთ, მაგრამ რეაგირება არ ყოფილა. ახლა პროკურატურას ვთხოვთ დაგვეხმაროს სიმართლის დადგენაში", - აცხადებს გოგინაშვილი.

 

ნიკოლოზ მჟავანაძის თქმით,  „ლიბერთი ბანკი" რეაგირებას იმიტომ არ ახდენს, რომ გოგინაშვილების მიერ ბანკში შეტანილი თანხა საკმაოდ სოლიდურია და მისი გაცემა არ უნდა.

 

„სხვა აქციონერებს სერთიფიკატები მისცეს, მაგრამ იმ ხალხს ძალიან მხირე თანხა ჰქონდათ შეტანილი, გოგინაშვილების თანხა კი საკმაოდ სოლიდურია. ისინი ვისაც სერთიფიკატები აქვთ, დღეს 30-40 ათასი დოლარის პატრონები არიან და წარმოიდგინეთ, ამათ მიერ შეტანილი თანხა რა გამოდის აქციონერების კვალობაზე. ეს საბუთები ხომ არ არის ფარატინა ქაღალდები, ბანკში გვეუბნებიან, ჩვენ დოკუმენტები არ გვაქვსო. რაში გვაინტერესებს აქვთ თუ არა, ეს მათი პრობლემაა. გამოდის, უკანონობასთან გვაქვს საქმე და ამის შესახებ სწორედ გამოძიება იმსჯელებს", - ამბობს „უფლებადამცველთა გაერთიანების" ხელმძღვანელი.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016