რეგიონები
ქუთაისს ისრაელის ელჩი, იუვალ ფუქსი სტუმრობდა
ავტორი: ნათია ცუხიშვილი
28 მაისი, 2014. 15:58
დღეს ქუთაისს ისრაელის ელჩი იუვალ ფუქსი სტუმრობდა, სადაც ისრაელის სახელმწიფოს დამოუკიდებლობისა და გაერთიანების დღესთან დაკავშირებით, სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი.
იუვალ ფუქსი ადგილობრივი ხელისუფლების და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ქუთაისსა და ისრაელს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობაზე და ისტორიულ წარსულზე ისაუბრა.
შეხვედრის დასასრულს ფუქსმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ქუთაისში არსებული სინაგოგა მოინახულა.
დღის ბოლოს ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში ისრაელის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თამარ გვერდწითელის კონცერტია დაგეგმილი.
13 თებერვალი, 2016. 11:35
12 თებერვალი, 2016. 13:21
28 იანვარი, 2016. 15:43
27 იანვარი, 2016. 16:40
26 იანვარი, 2016. 19:57
25 იანვარი, 2016. 14:25
19 იანვარი, 2016. 12:23
18 იანვარი, 2016. 11:59
17 იანვარი, 2016. 18:57