სპორტი
ჰოლანდიის ნაკრები ვან დერ ვაარტს კარგავს
ავტორი: გიორგი კინტირაია
28 მაისი, 2014. 15:02
ჰოლანდიის ნაკრების გამოცდილი ნახევარმცველი რაფაელ ვან დერ ვაარტი მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ იასპარეზებს.
როგორც Goal.com იუწყება, ვან დერ ვაარტმა ფეხის კუნთი დაიზიანა. გამოჯანმრთელების პერიოდზე ჯერჯერობით არაფერი თქმულა, თუმცა ერთი რამ ნათელია - რაფა მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს.
31 წლის ფეხბურთლმა ტრავმა ვარჯიშის დროს მიიღო. იგი გაციების შემდეგ, ინდივიდუალურ რეჟიმში გადიოდა წვრთნას და ფეხი დაიზიანა.
დღეს ჰოლანდიელთა თავკაცმა ლუი ვან გაალმა გადაწყვიტა არ ჩასვას რაფა მუნდიალზე მოასპარეზეთა საბოლოო სიაში. ვან დერ ვაარტს ნაკრების მაისურით 109 მატჩი აქვს ჩატარებული.
07 თებერვალი, 2016. 00:45
06 თებერვალი, 2016. 18:47
04 თებერვალი, 2016. 16:17
29 იანვარი, 2016. 10:58
27 იანვარი, 2016. 16:58
26 იანვარი, 2016. 23:00
26 იანვარი, 2016. 13:26
26 იანვარი, 2016. 11:49
25 იანვარი, 2016. 17:27
23 იანვარი, 2016. 15:05
23 იანვარი, 2016. 14:19