იმას რასაც დღეს ავტომობილს ვუწოდებთ დიდი ხნის წინ შეიქმნა და წლების განმავლობაში იხვეწებოდა, რომ დღეს ადამიანისათვის კომფორტი და სასურველი გარემო შეექმნა.
პირველი თვითმავალი ეტლის იდეა ლეონარდო და ვინჩის ეკუთვნის.1515 წელს მთავრობას სამხედრო მიზნებისათვის განკუთვნილი თვითმავლის პროექტი წარუდგინა.ეს გამოგნება ზამბარების საშუალებით დადიოდა.ფრანგმა გამომგონებელმა ნიკოლას-ჯოზეფ კუგნოტმა ,შეიძლება ითქვას, რომ ააგო პირველი მექანიკური სატრანსპორტო მოწყობილობა, ორთქლის საშუალებით უკუქცევითი მექანიზმის გამოყენებით.თავდაპირველად იგი გამოჩნდა 1769 წელს VAPEUR A FARDIER სახელით.მას ძირითადად იყენებდნენ მძიმე ტვირთის გადასაზიდად.1772წელს მეფე ლუდოვიკ მე-15 მ კუგნოტს დაუნიშნა პენსია წელიწადში 600 ლივრის ოდენობით მისი ნოვატორული აზრების გამო.პროექტი აღიარებულ იქნა როგორც საკმაოდ საინტერესო,რის გამოც FARDIER -ები ინახებოდა არსენალში,1800წლიდან კი იგი გადაეცა კონსერვატორიიის ეროვნულ მუზეუმს,სადაც მისი ნახვა დღესაც შეიძლება.
1879 წელს კარლ ბენცმა მიიღო პატენტი თავის პირველ ძრავზე,ხოლო პიველი ავტომობილი MOTORWAGEN 1885 წელს ააწყო და მომდევნო წლის იანვარში კომპანია „BENZ & CIE" დაარსა .იმ დროს როცა გერმანელი გამომგონებლები პრობლემების გადაჭრაზე ფიქრობდნენ, კარლ ბენცმა აღიარება მოიპოვა თანამედროვე ინდუსტრიაში.
პირველი ავტოინდუსტრული წარმოება დაიწყო დიდ ბრიტანეთში „DAIMLER MOTOR COMPANY"ის მიერ ,რომელიც დაარსა 1896 წელს ჰარრი ჯონ ლავსონმა .ძრავის სახელწოდებაზე დარქმევის უფლების მოპოვების შემდგომ ლავსონის კომპანიამ 1897 წელს შექმნა პირველი ავტომობილი,რომელსაც უწოდეს „daimler" 1980 წელს ემილ ლევასორი და არმანდ პეჟომ პირველებმა დაიწყეს ავტომობილის წარმოება და ისინი იყენებდნენ სწორედ დაიმლერის ძრავებს.
1892წელს რუდოლფ დიზელმა დააპატენტა ახალი ტიპის ძრავა, რომელიც მუშაობდა დიზელზე,ხოლო 1897 წელს მან ააწყო პირველი დიზელზე მომუშავე ძრავა.
ასეთი გავითარების გზა განვლო ავტომობილმა,რომელიც ერთ-ერთია იმ საგანთაგან,რომელიც საჭირო და აუცილებელია ადამიანების გადასაადგილებლად.