reportiori.ge - მუნდიალი 2014, გაიცანით - ჰონდურასის ნაკრები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 11:06
სპორტი
მუნდიალი 2014, გაიცანით - ჰონდურასის ნაკრები
28 მაისი, 2014. 16:20


პლანეტის პირველობისთვის ბრძოლას მთელი მსოფლიო მოუთმენლად ელის. 2014 წლის მუნდიალზე 32 საუკეთესო გუნდი იასპარეზებს. რეპორტიორი" წარმოგიდგენთ მათ და შევეცდებით საკმაო ინფორმაცია მოგაწოდოთ ყველა გუნდის შესახებ.


დღევანდელი ჩვენი სტუმარი E ჯგუფში განთესილი ჰონდურასის ნაკრებია, რომელსაც შემდეგ ეტაპზე გასასვლელად შვეიცარიის, საფრანგეთისა და ეკვადორის ნაკრებებთან თამაში მოუწევს. ჰონდურასელებს ლუის ფერნანდო სუარესი თავკაცობს. 54 წლის სპეციალისტმა 2006 წელს ეკვადორი მერვედფინალში გაიყვანა.


ჰონდურასის ნაკრებმა საკმაოდ წარმატებულად ჩაატარა შესარჩევი ეტაპი. ჯგუფში მათ 15 ქულით მე-3 ადგილი დაიკავეს. უნდა აღინიშნოს, რომ მათ აშშ-სთან, კოსტა რიკასთან და მექსიკასთან გამარჯვებები მოიპოვეს.


მიუხედავად იმისა, რომ ჰონდურასელებისგან სასწაულს არავინ ელის, უნდა აღინიშნოს ამ გუნდის ბრძოლისუნარიანი ხასიათი ნებისმიერ მეტოქესთან. ნაკრების ძლიერ მხარედ უკანა ხაზი უნდა მივიჩნიოთ. ნახევარდაცვასა და დაცვაში საკმაოდ კარგი ფეხბურთელები თამაშობენ.


გუნდის ფეხბურთელთა უმრავლესობა საკმაოდ დაბალ საკლუბო დონეზე ასპარეზობს. მათი უმეტესობა 30 წელს გადაცილებულია. შეტევის ხაზი ძალიან სუსტია და აქვე უნდა აღინიშნოს, კოლუმბიელი სპეციალისტის საკლუბო დონეზე ცუდი კარიერა.


ლუის ფერნანდო სუარესმა, ერთ-ერთმა პირველმა გამოაქვეყნა 23-კაციანი სამუნდიალო შემადგენლობა:


მეკარეები: ნოელ ვალადარესი, დონის ესკობერი (ორივე „ოლიმპია"), ლუის ლოპესი („რეალ ესპანია").


მცველები: ბრაიან ბეკელესი („ოლიმპია"), ემილიო ისაგირე („სელტიკი", შოტლანდია), ხუან კარლოს გარსია („უიგანი", ინგლისი), მაინორ ფიგეროა („ჰალ სიტი", ინგლისი), ვიქტორ ბერნარდესი („სან-ხოსე", აშშ), ოსმან ჩავესი („ცინდაო", ჩინეთი), ხუან პაბლო მონტესი („მოტაგუა").


ნახევარმცველები: არნოლდ პერალტა („რეინჯერსი", შოტლანდია), ლუის გარიდო („ოლიმპია"), როჯერ ესპინოსა („უიგანი", ინგლისი), ჟორჟე კლაროსი („მოტაგუა"), უილსონ პალასიოსი („სტოკ სიტი", ინგლისი), ოსკარ გარსია („ჰიუსტონ დინამო", აშშ), ენდი ნახარი („ანდერლეხტი", ბელგია), მარიო მარტინესი („რეალ ესპანია"), მარვინ ჩავესი („კოლორადო რეპიდზი", აშშ).


თავდამსხმელები: ჯერი ბენგსტონი („ნიუ-ინგლენდ რევოლუშენი"), ჯერი პალასიოსი („ალიახუელენსე", კოსტა-რიკა), კარლო კოსტლი („რეალ ესპანია"), რონი მარტინესი („რეალ სოსიედადი", ესპანეთი). 


გთავაზობთ ჩვენი წარმოდგენით შემდგარ ჰონდურასის ნაკრების ძირითად შემადგენლობას:

 

 



ჰონდურასი 4-4-2 ტაქტიკით იასპარეზებს. კარს გამოცდილი ვალადარესი დაიცავს. ცენტრალურ დაცვის ხაზში ფიგეროა და ბერნარდესი განთავსდებიან. მარცხნიდან გლაზგოს „სელტიკის" ფეხბურთელი ემილიო ისაგირე განთავსდება, მარჯვნივა ფლანგს კი სავარაუდოდ ხუან კარლოს გარსია გააკონტროლებს.


ნახევარდაცვის ცენტრში ესპინოსა და ვილსონ პალასიოსი განთავსდებიან. მარცხნიდან ჩავესი შეუტევს, მარჯვნიდან კი - ნახარი.


რაც შეეხება წინა ხაზს, ეს ყველაზე პრობლემატური ადგილია ჰონდურასელთათვის. სავარაუდოდ აქ კოსტლი და ბენგსტონი შეწყვილდებია.


შეგახსენებთ, ჰონდურასელები E ჯგუფში საფრანგეთის, ეკვადორისა და შვეიცარიის ნაკრებებს დაუპირისპირდებიან.

 

ჰონდურასის ნაკრების კალენდარი ჯგუფურ ეტაპზე:

 

15 ივნისი   23:00  საფრანგეთი - ჰონდურასი  (პორტუ ალეგრე)

 

21 ივნისი   02:00  ჰონდურასი - ეკვადორი  (კურიტიბა)

 

25 ივნისი   00:00  ჰონდურასი - შვეიცარია  (მანაუში)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016