reportiori.ge - რვა გამორჩეული ხილი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 20:52
სხვადასხვა
რვა გამორჩეული ხილი
28 მაისი, 2014. 16:24

მოგეხსენაბათ  ყოველნაირი ხილი რა სასარგებლოა თქვენი ორგანიზმისათვის.ზაფხულის მოახლოვებასთან ერთად შესაძლებელია თქვენი ხილის მენიუ კიდევ უფრო გააფართოვოთ.თუმცა ხილეულს შორისაც არიან გამორჩეულები და მათ შორის პირველ ადგილს იკავებს ბანანი.

 

 

ეს ხილი ხელს უწყობს  არტერიული წნევის დაწევას და გულსისხლძარღვთა დაავადების პროფილაქტიკას ახდენს, აუმჯობესებს კუჭნაწლავის ტრაქტის მოქმედებას,ამასთანავე  განწყობაზე მოქმედებს დადებითად.

 


მე-2 არის გარგარი,რომელიც ერთ-ერთი გამორჩეულია თავისი თვისებებით

 

 

გარგარის შემადგენლობაში შედის ბეტა კაროტინი, რომელიც საშუალებას არ აძლევს თავისუფალ რადიკალებს, აქტიურად დაშალონ ორგანიზმის შინაგანი სტრუქტურები. იგი სასარგებლოა თვალებისთვისაც. ბეტა-კაროტინი ორგანიზმში „ა“ ვიტამინად გარდაიქმნება, რომელიც თავიდან გვაცილებს კიბოს ზოგიერთ სახეობას, განსაკუთრებით კი კანის კიბოს. 

 

 

მე-3 თავისი გამორჩეული თვისებებით არის მანგო

 

 

საშუალო ზომის მანგოს ნაყოფი შეიცავს 57 მგ „ც“ ვიტამინს, რაც თითქმის ადამიანის სადღეღამისო ნორმის ტოლია. ეს ანტიოქსიდანტი გვეხმარება ართრიტის თავიდან აცილებაში, ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას, აძლიერებს იმუნურ სისტემას. მდიდარია „ა“ ვიტამინითაც.

 

მე 4 ადგილს იკავებს ჟოლო

 

 

 

იგი მდიდარია ელაჯიკის მჟავათი - ნივთიერებით, რომელიც აფერხებს კიბოს უჯრედების გამრავლებას, აგრეთვე - „ც“ ვიტამინით, რომელიც აქვეითებს ორგანიზმში ქოლესტერინის დონეს და ამცირებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების განვითარების ალბათობას. ჟოლოში ბევრია უჯრედისი. ერთი ჭიქა ჟოლოს ენერგეტიკული ღირებულებაა 60 კილოკალორია, შეიცავს 1 გრამ ცხიმს და 8 გრამ ნახშირწყალს.

 

 

მე-5  თავისი გამორჩეული თვისებებით არის ლიმონი

 

 

ლიმონის შემადგენლობაში შედის ლიმონენი და „ც“ ვიტამინი, რომლებიც ხელს უწყობს კიბოს თავიდან აცილებას. მისი ენერგეტიკული ღირებულება ძალიან დაბალია, არ შეიცავს ცხიმებსა და ნახშირწყლებს.

 

 

მე-6  ლეღვი

 

 

 

იგი კალიუმის საბადოა. გარდა ამისა, შეიცავს ვიტამინ ბ6-ს, რომელიც სეროტონინის - სიამოვნების ჰორმონის - სინთეზს განაგებს. ამცირებს ქოლესტერინის დონეს. ერთი ცალი ლეღვის ენერგეტიკული ღირებულებაა 37-48 კილოკალორია, შეიცავს 2 გრამ ნახშირწყალს. არ შეიცავს ცხიმს.


მე- 7 ვაშლი ის  უჯრედანასა და პექტინების ნამდვილი საწყობია ოღონდ კანიანად უნდა მიირთვათ.

 

 

მე- 8 ასევე თავისი გამორჩეული თვისებებით არის ავოკადო 

 

 

ოლეინის მჟავა, უჯერი ცხიმები, რომლებიც ამ ხილის შემადგენლობაში შედის, ამცირებს მავნე ქოლესტერინის დონეს და ზრდის კარგი ლიპოპროტეინების რაოდენობას. ავოკადოს ნაყოფი მდიდარია უჯრედისით. ერთი ნაჭრის ენერგეტიკული ღირებულებაა 81 კილოკალორია, შეიცავს 8 გრამ ცხიმს და 3 გრამ ნახშირწყალს

ეს არის ის 8 ხილი, რომელიც გაამდიდრებს თქვენს ორგანიზმს ვიტამინებით და ასევე გამოგიმუშავებთ იმუნიტეტს,რატა იყოთ ჯანმრთელები და ლამაზები. 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016