reportiori.ge - მუნდიალი 2014, გაიცანით - ეკვადორის ნაკრები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 10:30
სპორტი
მუნდიალი 2014, გაიცანით - ეკვადორის ნაკრები
28 მაისი, 2014. 17:30


პლანეტის პირველობისთვის ბრძოლას მთელი მსოფლიო მოუთმენლად ელის. 2014 წლის მუნდიალზე 32 საუკეთესო გუნდი იასპარეზებს. რეპორტიორი" წარმოგიდგენთ მათ და შევეცდებით საკმაო ინფორმაცია მოგაწოდოთ ყველა გუნდის შესახებ.


დღევანდელი ჩვენი სტუმარი E ჯგუფში განთელისი ეკვადორის ნაკრებია, რომელსაც შემდეგ ეტაპზე გასასვლელად შვეიცარიის, საფრანგეთისა და ჰონდურასის ნაკრებებთან თამაში მოუწევს. ეკვადორელებს რეინალდო რუედა თავკაცობს, რომელიც სამოყვარულო დონეზე თამაშობდა ფეხბურთს. ამის შემდეგ იგი უნივერსიტეტის პროფესორი გახდა, მოგვიანებით კი კოლუმბია და ახლა ეკვადორი გაიყვანა მუნდიალზე.


შესარჩევ ეტაპზე ეკვადორელები ბოლომდე ებრძოდნენ ურუგვაის მეოთხე ადგილისთვის. საბოლოოდ, ამ გუნდებმა ერთნაირი ქულები დააგროვეს. ეკვადორელებმა ურუგვაელებს დამატებითი მაჩვენებლებით აჯობეს და პლეი ოფის შეხვედრაზე გაამგზავრეს, თავად კი ბრაზილიის საგზურს პირდაპირ დაეუფლნენ.


საკმაოდ რთულია ეკვადორელთა ძლიერი მხარის დასახელება. გუნდი ნამდვილად არაა დახუნძლული ვარსკვლავებით. მთავარი მწვრთნელიც დიდი მიღწევებით ვერ დაიკვეხნის. ერთი რამ ფაქტია, ეკვადორის ნაკრები გუნდურ თამაშს ანიჭებს უპირატესობას, რაც სამხრეთ ამერიკულ - ლაღ ფეხბურთთან შეთავსებით საკმაოდ საინტერესო სანახაობა გამოდის. სწორედ ამის წყალობით მოიპოვეს მათ მუნდიალის საგზური. უნდა აღინიშნოს დაცვის ხაზიც, რომელმაც მხოლოდ 16 გოლი გაუშვა შესარჩევ ეტაპზე.


ეკვადორის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რეინალდო რუედამ გამოაქვეყნა 24-კაციანი შემადგენლობა, რომლიდანაც 23 კაცი ბრაზილიაში გაემგზავრება:


მეკარეები: მაქსიმო ბანგერა („ბარსელონა"), ადრიან ბონე („ელ ნასიონალი"), ალეხანდორ დომინგესი („ლიგა დე კიტო").


მცველები: გაბრიელ აჩილერი, ოსკარ ბაგი, ხორხე გუაგუა (ყველა „ემელეკი"), ვალტერ აიოვი („პაჩუკა", მექსიკა), ფრიკსონ ერასო („ფლამენგო", ბრაზილია), ხუან კარლოს პარედესი („ბარსელონა"), კრისტიან რამირესი („ფორტუნა", გერმანია).


ნახევარმცველები: სეგუნდო კასტილიო („ალ-ჰილალი", საუდის არაბეთი), კარლოს გრუესო („შტუტგარტი", გერმანია), რენატო იბარა („ვიტესი", ჰოლანდია), ფიდელ მარტინესი („ტიხუანა", მექსიკა), კრისტიან ნობოა („დინამო" მოსკოვი, რუსეთი), პედრო კინიონესი („ემელეკი"), ლუის სარიტამა („ბარსელონა"), ანტონიო ვალენსია („მანჩესტერ იუნაიტედი", ინგლისი).


თავდამსხმელები: ხაიმე აიოვი („ტიხუანა", მექსიკა), ფელიპე კაისედო („ალ-ჯაზირა", საუდის არაბეთი), ჯეფერსონ მონტერო („მორელია", მექსიკა), ჟოაო როხასი („კრუს ასული", მექსიკა), ენერ ვალენსია („პაჩუკა", მექსიკა), არმანდო ვილა („უნივერსიდად კატოლიკა", ჩილე).


გთავაზობთ ჩვენი წარმოდგენით შემდგარ ეკვადორის ნაკრების სავარაუდო ძირითად შემადგენლობას:

 

 



ეკვადორის ნაკრები 4-4-2 ტაქტიკით იასპარეზებს. კარს სავარაუდოდ გამოცდილი ბანგერა დაიცავს. დაცვის ცენტრში ერასო და გუაგუა განთავსდებიან. მარცხენა ფლანგს ბაგი გააკონტროლებს, მაჯრვენას კი - პარედესი.


ცენტრალურ ნახევარდაცვაში უდაოა ნობოასა და კასტილიოს ხილვა. მარჯვენა ფლანგზე ვალენსია უკონკურენტოა. მარცხენა ფლანგზე კი სავარაუდოდ მონტერო განთავსდება.


თავდასხმაში კაესადოს სავარაუდოდ როხასი შეუწყვილდება. კოლუმბიელი სპეციალისტი სწორედ ამ წყვილს ენდობა ბოლო პერიოდში.


შეგახსენებთ, ეკვადორის ნაკრები E ჯგუფში ჰონდურასის, საფრანგეთისა და შვეიცარიის წინააღმდეგ იასპარეზებს.


ეკვადორის ნაკრების კალენდარი ჯგუფურ ეტაპზე:

 

15 ივნისი   20:00  შვეიცარია - ეკვადორი  (ბრაზილია)

 

21 ივნისი   02:00  ჰონდურასი - ეკვადორი  (კურიტიბა)

 

25 ივნისი   00:00  ეკვადორი - საფრანგეთი  (რიო-დე-ჟანეირო)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016