reportiori.ge - არაღიარებულ ქვეყანათა მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატში მონაწილეობას დე ფაქტო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ნაკრებებიც მიიღებენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 10:39
სპორტი
არაღიარებულ ქვეყანათა მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატში მონაწილეობას დე ფაქტო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ნაკრებებიც მიიღებენ
28 მაისი, 2014. 16:37


ე.წ. სამხრეთ ოსეთის გუნდი ბოლო დრომდე მონაწილეთა შორის არ იყო, თუმცა კვებეკის ნაკრებმა მონაწილეობაზე უარი განაცხადა და მის ნაცვლად ორგანიზატორებმა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთი ჩასვეს. ჩემპიონატი სკანდინავიაში 1-12 ივნისს გაიმართება.


მესამე ჯგუფში სამხრეთ ოსეთის მეტოქეები არიან დარფური და პადანია. დე ფაქტო აფხაზეთის ნაკრები მეორე ჯგუფშია აკვიტანიისა და საპმის გუნდებთან ერთად.


დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ნაკრების წევრები ცხინვალში „პრეზიდენტმა" ლეონიდ თიბილოვმა მიიღო.


მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა ჩვენი, ახალგაზრდა ქვეყნისთვის. იმედი მაქვს, რომ გამარჯვებულები დაგვიბრუნდებით", - განაცხადა ლეონიდ თიბილოვმა.


„აფხაზეთის ნაკრებში" ვეტერანი ნახევარმცველი რუსლან აჯინჯალი თამაშობს, რომელიც „კრილია სოვეტოვში" ალექსანდრე ამისულაშვილის თანაგუნდელია, ხოლო ე.წ. სამხრეთ ოსეთის ნაკრებში ირიცხება ვინმე რომეო კობალაძე, რომელიც რუსულ „სტოლიცაში" თამაშობს.

 

1-ელ ივნისს აფხაზები აკვიტანიას შეხვდებიან, 3 ივნისს ოსები - პადანიას.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016