რეგიონები
გარდაბანში ვითარება სპეცრაზმმა განმუხტა
ავტორი: თეო ტაბატაძე
29 მაისი, 2014. 11:14
წუხელ, გარდაბანში რამდენიმე ათეული ადამიანი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება ,,ნაციონალური მოძრაობისა" და ,,ქართული ოცნების" წევრებსა და აქტივისტებს შორის მოხდა. ვითარების განმუხტვას თავდაპირველად პოლიცია ცდილობდა, მოგვიანებით კი სპეცდანიშნულების რაზმი ჩაერია.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ამბაკო ავალიანი აცხადებს, რომ დაპირისპირების პროვოცირება ,,ნაციონალური მოძრაობის" გარდაბნის ორგანიზაციის თავმჯდომარის მიერ მართულმა ,,ზონდერ ჯგუფმა" მოახდინა.
მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.
13 თებერვალი, 2016. 11:35
12 თებერვალი, 2016. 13:21
28 იანვარი, 2016. 15:43
27 იანვარი, 2016. 16:40
26 იანვარი, 2016. 19:57
25 იანვარი, 2016. 14:25
19 იანვარი, 2016. 12:23
18 იანვარი, 2016. 11:59
17 იანვარი, 2016. 18:57