ქართული "იქს ფაქტორის" ჟიურის ერთ-ერთი წევრი, ბერძნული შოუ-ბიზნესის ვარსკვლავი, თამთა გოდუაძე შვილის შესახებ მასმედიასთან არ საუბრობს. როგორც თამთა მიიჩნევს, ეს მისი გოგონას უფლებების დარღვევა იქნება. თუმცა, პაპარაცებმა მაინც მოახერხეს გოგონას სურათების მოპოვება და ორი წლის წინ ბერძნულენოვან გამოცემა gossip-tv.gr -ის ვებგვერდზე თამთა გოდუაძის შესახებ სტატია დაიბეჭდა, სათაურით - "თამთას ქალიშვილი".
"თამთას ქალიშვილი გაიზარდა! დედასთან ერთად ახალგაზრდა მშვენიერი ქალბატონია. ანა 16 წლისაა. ეს gossip-tv.gr -ის ექსკლუზიური ფოტოებია. კადრებში კარგად ჩანს, რომ დედა-შვილი ისე იქცევა, როგორც ორი ძალიან კარგი მეგობარი. მართალია, ანა დედასთან ერთად არის, მაგრამ აშკარაა, საღამოთი კმაყოფილია", - წერს gossip-tv.gr .
თამთა გოდუაძე ამ ეტაპზე საქართველოშია. "იქს ფაქტორის" ჟიურის ერთ-ერთი გამორჩეული წევრი ქართველ იქსს არჩევს.